პოლიტიკა
1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი გმირების სია

- ნახვები746
- ლაიქები0
“საქართველოს სსრ” საგანგებო კომისიის (ე.წ. “ჩეკა”) კოლეგიის გადაწყვეტილებით 1923 წლის 20 მაისს დახვრეტილ მამულიშვილთა სია:
1. გენერალი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე აფხაზი – 55 წლის, თავადი, საქართველოს ანტისაბჭოთა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე “დამოუკიდებლობის კომიტეტი”) სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე
2. გენერალი ალექსანდრე სვიმონის ძე ანდრონიკაშვილი – 51 წლის, თავადი, გენერალური შტაბის ყოფილი გენერალი, სამხედრო ცენტრის წევრი.
3. გენერალი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე – 57 წლის, თავადი, სამხედრო ცენტრის წევრი.
4. გენერალი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი – 35 წლის, აზნაური, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის ყოფილი გენერალი, სამხედრო ცენტრის წევრი.
5. პოლკოვნიკი გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი – 31 წლის, აზნაური, სამხედრო ცენტრის წევრი.
6. პოლკოვნიკი ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი – 51 წლის, აზნაური, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის ყოფილი პოლკოვნიკი, სამხედრო ცენტრის წევრი.
7. პოლკოვნიკი ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი (ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის უფროსი ძმა) – 32 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და სამხედრო ცენტრის წევრი.
8. როტმისტრი დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი – 29 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და სამხედრო ცენტრის წევრი.
9. როტმისტრი სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი – 27 წლის, თავადი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და სამხედრო ცენტრის წევრი.
10. პორუჩიკი ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი – 26 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და სამხედრო ცენტრის წევრი
11. პორუჩიკი ფარნაოზ რევაზის ძე ყარალაშვილი (ბოლშევიკების მიერ ასევე განადგურებული ცნობილი სამხედრო მოღვაწის, გენერალ რევაზ ყარალაშვილის ვაჟი) – 24 წლის, აზნაური, სამხედრო ცენტრის წევრი.
12. პორუჩიკი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ზანდუკელი – 39 წლის, აზნაური, მენშევიკური პარტიის დუშეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სამხედრო ცენტრის წევრი.
13. იასონ მათეს ძე კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა) – 40 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და სამხედრო ცენტრის წევრი.
14. ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე – 40 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და სამხედრო ცენტრის წევრი.
15. სიმონ ნასყიდგორის ძე ჭიაბრიშვილი – 42 წლის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და სამხედრო ცენტრის წევრი.