POSTS დაიჯესტი
გრიგოლ გაგნიძე: ჟვანიასაც გარდაცვალებისას, საფერფლით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული
- ნახვები615
- ლაიქები0
” ნაცებს საფერფლეების სროლის ისტორიული გამოცდილება აქვთ, მგონი იძახდნენ ექსპრემირი ზ.ჟვანიასაც გარდაცვალებისას, საფერფლით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული”, ასე
ეხმიანება საქართველოს პარლამენტში 19 აპრილს მომხდარ ინციდენტს , ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავი აქვს დაზიანებული.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატების ოთახში გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის კამათის დროს, გიორგი კანდელაკმა საფერფლე ისროლა, რომელიც ოთარ კახიძეს მოხვდა.
ხოლო რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, საქართველოს ყოფილი პრემიერი 2004 -2005 წლებში, დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში
(ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით). არაოფიციალური ვერსიებიდან კი ერთ-ერთი გახლდათ, რომ მას
სააკაშვილის კაბინეტში საფერფლე ესროლეს . ( საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი იმ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილი).
რუსა გვაზავა