News დაიჯესტი

უფასო სწავლება რუსეთის უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტებისთვის

რუსეთის უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეთა მიღება დაიწყო. კანდიდატთა რეგისტრაცია  დამოუკიდებლად ხორციელდება მხოლოდ  საიტზე https://russia.study/ru  უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლა შეუძლიათ 110 ადამიანს, რომლებიც გასაუბრებას წარმატებით გაივლიან.

თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის  სახ. თეატრის დირექტორი და რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი სვენტიცკი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ  არ არის საჭირო ანკეტის ან სხვა მასალების გადაცემა ორგანიზაციებისთვის ან  ფიზიკური პირებისთვის.

”ეს პროგრამა სულ უფრო პოპულარული ხდება. რეგისტრაციის პროცედურა და განაცხადების განხილვა უფასოა. უფრთხილდით თაღლითებს, რომლებიც მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვასთან დაკავშირებით ”დახმარებას” გთავაზობენ”, – ამბობს სვენტიცკი.

მისი თქმით, ქართველი სტუდენტები რუსეთის წამყვან უნივერსიტეტებში წარჩინებით სწავლობენ. ”ისინი საქართველოს ელჩები არიან და პოზიტიურ იმიჯს ქმნიან. მაგალითად, კანტის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი დავით ბერიძე რუსეთში საუკეთესო სტუდენტ პოეტად დასახელდა”, – განაცხადა სვენტიცკიმ.

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განსაზღვრულ მიზნობრივ ადგილებზე ჩასარიცხად ქართველმა აბიტურიენტებმა უნდა შეავსონ ანკეტა საიტზე https://russia.study/ru  სადაც მიუთითებენ სასურველ უნივერსიტეტებს, ფაკულტეტს და ა.შ. ანკეტის შევსებისას ყურადღებით შეავსეთ ყველა ველი. არასწორად შევსებული ანკეტა დასამუშავებლად უკან დაგიბრუნდებათ.

რეგისტრაცია 2018 წლის 16 თებერვლამდე უნდა გაიაროთ. ამის შემდეგ კანდიდატები პირად გასაუბრებას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციაში გაივლიან.

საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აბიტურიენტს ელექტრონული ფოსტით ერთი ან ორი თვის განმავლობაში აცნობებენ.უარის შემთხვევაში აბიტურიენტს შეუძლია კვლავ შეიტანოს განაცხადი, ოღონდ უკვე ფასიან სწავლებაზე.

მირანდა ოგანეზოვა

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close