პოლიტიკა
რობერტ მუგაბემ დაადასტურა, რომ შინაპატიმრობაშია

- ნახვები792
- ლაიქები0
ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმასთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ შინაპატიმრობაშია, – ამის შესახებ BBC იუწყება.
ზუმამ განაცხადა, რომ ზიმბაბვეში თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრები გააგზავნა, რათა რობერტ მუგაბესა და სამხედროებს შეხვდნენ.
მედია საშუალების ინფორმაციით, სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი სამხედროებმა სცემეს და საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლაც ჩაშალეს.
როგორც BBC წერს, რომ მუგამბეს მძევლად აყვანა მის თანამდებობიდან გადაყენებას ემსახურება.