პოლიტიკა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის ჯარში ტრანსგენდერების აყვანა აკრძალა

- ნახვები560
- ლაიქები0
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც სტრანსგენდერების სამხედრო სამსახურში მიღება იკრძალება, – ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც ხელმოწერილ მემორანდუმშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება მოტივირებულია ტრანსგენდერებისთვის სამედიცინო მომსახურების სიძვირით.
მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ტრამპმა ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიიღო.
ცნობისთვის, ტრანსგენდერების ჯარში მიღება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით დაიწყო.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელით იმ ტრანსგენდერებს, რომლებიც სამხედრო სამსახურშ უკვე მსახურობენ.
მედიის ცნობით, ამერიკსი სამხედრო სამსახურში 2-დან 11 ათასამდე ტრანსგენდერი მსახურობას.
ლგბტ თემის წარმომადგენლები პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ “ეს არაფერია, თუ არა გასუფთავება”.