ALL დაიჯესტი
რატომ არ მოქმედებს დიეტა: გახდომის მსურველების 5 გავრცელებული შეცდომა
- ნახვები528
- ლაიქები0
მოდის ტენდენციები გვაიძულებს, მუდმივად ფორმაში ვიყოთ, შევზღუდოთ კვების რაციონი, გამოვიყენოთ კოსმეტიკური პროცედურები და ქირურგიული ჩარევებიც კი. მოცემული ვარიანტებიდან ყველაზე მისაღები მაინც დიეტაა, რომლის მეშვეობით წონაშიც ვიკლებთ, ვახალგაზრდავდებით და ჯანმრთელობას ვიუმჯობესებთ.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი დიეტა მართლაც გვეხმარება წონის დაკლებაში, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ეფექტი მოკლევადიანია, თუმცა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც არ ვწყვეტთ ახალი ექსპერიმენტების გამოცდას.
რატომ არ მოქმედებს დიეტა
უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ მწარე რეალობა – იდეალური დიეტები მხოლოდ ილუზიაა. ამ ფაქტს რამდენიმე მტკიცებულება გააჩნია.
1. იმის ნაცვლად, რომ ნელ-ნელა
გადავიდეთ დაბალანსებულ, დაბალკალორიულ და ჯანსაღ კვებაზე, სხეულს სასტიკ გამოცდას ვუწყობთ, ვიკლებთ მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, მერე კი გვიკვირს, რატომ მოვიმატეთ ისევ წონაში.
2. ჩვეული პროდუქტების ნაკრების რადიკალურად შეცვლა იწვევს სტრესს. ნებისყოფა უზარმაზარი დატვირთვის ქვეშაა.
3. შიმშილის მუდმივი გრძნობა აღიზიანებს და აბოროტებს ადამიანს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დიეტის დროს ადამიანს სწორედ აკრძალული პროდუქტები იზიდავს, თუნდაც აქამდე მათ მიმართ გულგრილი იყო.
4. მნიშვნელოვანია ჯანსაღი თვისებების შეძენა: დაიწყეთ დილა კონსტრასტული შხაპითა და გარბენით, რაციონიდან ამოიღეთ მაიონეზი, ჩიფსები და ნახევარფაბრიკატები, დაკავდით სპორტით. მკაცრი შეზღუდვები ცხოვრების დაბალაქტიური წესით მხოლოდ ხასიათს გაგიფუჭებთ.
5. დაბოლოს, დიეტის არაეფექტურობა ჩვენში იმალება. ჩვენ მუდამ უკმაყოფილონი ვართ საკუთარი თავით, ვადარებთ თავს “ეტალონებს, ვწუწუნებთ ზედმეტ წონაზე, გვეშინია…
მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მათი კომბინაცია კი თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია.