პოლიტიკა
ბუკიკიო: კონსენსუსის მისაღწევად სწრაფი ნაბიჯები უნდა გადაიდგას
- ნახვები493
- ლაიქები0
„კონსენსუსის მისაღწევად სწრაფი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“,-ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე არ უნდა დამისვათ შეკითხვა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. ეს პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰკითხოთ. თუმცა, გეტყვით, რომ კონკრეტული ნაბიჯები სწრაფად უნდა გადაიდგას, უნდა შეიქმნას ყველა პირობა კონსენსუსისთვის.
ასევე, პროცედურულად და ეს ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული“,-განაცხადა ბუკიკიომ.
ცნობისთვის, ბათუმში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს არასამთავრობო სექტორი შეხვდა.