ALL დაიჯესტიBusinessNews დაიჯესტიPOSTS დაიჯესტი
მე მაქვს იმის უტყუარი ფაქტები, რომ მომატყუეს და მაზარალეს! მოვითხოვ ფინანსურ კომპენსაციას!
მარიამ შენგელია აღშფოთებულია იმით, რომ თბილისში, ახლადგახსნილმა ღამის კლუბი კრისტალის ადმინისტრაციამ, კერძოდ კი კლუბის მენეჯერმა: რამაზან გურესიმ მოატყუა და ფინანსურად აზარალა.

- ნახვები616
- ლაიქები0
სიმართლე ზოგჯერ უფრო მტკივნეულია, ვიდრე ვფიქრობდით. ახალგახსნილი ღამის კლუბი **„კრისტალი“**, რომელიც დედაქალაქის ცენტრში კაშკაშა ნეონებით ანათებს, უკვე პირველივე დღეებში გახდა **ეროვნული სამარცხვინოს** და **სისტემური უკანონობების** სიმბოლო. აქ, ჩვენს თვალწინ, ქართველი ადამიანები უსამართლოდ იქნენ გაძევებული სამუშაო ადგილებიდან, მათი ადგილი კი **ირანელი არალეგალი მუშახელით** ჩანაცვლდა. კითხვა მარტივია: **საქართველოში ვის ნებაზე მუშაობს არალეგალების მაფია?**
**წარმოუდგენელი მოტყუება და სითავხედე: ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი და მრავალი მეგა პროექტის ავტორი-ორგანიზატორი: მარიამ შენგელია აღშფოთებულია იმით, რომ თბილისში, ახლადგახსნილმა ღამის კლუბი კრისტალის ადმინისტრაციამ, კერძოდ კი კლუბის მენეჯერმა: რამაზან გურესიმ მოატყუა და ფინანსურად აზარალა. დღეს მარიამი ჩვენი სტუმარია და მის ისტორიას ინტერვიუს სახით აქვე გთავაზობთ.
მარიამ შენგელია:
“წარმოუდგენელი რამ შემემთხვა თავს, მომატყუეს და გამაბითურეს, ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი აფიორის მსხვერპლი გავხდი, თუმცა ალბათ კარგად მიცნობთ და იცით, რომ სამართლიანობას მაინც მივაღწევ და მათ აფიორას ვამხელ, კანონიერად და სამაგალითოდ დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც მსგავს უღირს საქციელს ჩაიდენს და ჩემ ქართველებს დააზარალებს. ყველაფერი კი დაიწყო ასე. სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ბათუმში, როდესაც დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს თბილისში, კლუბი კრისტალის პრეზენტაციის ორგანიზება და პიარი. დიდი, რამდენიმედღიანი თხოვნის შემდეგ და ჩემი დასახელებული ჰონორარის დადასტურების შემდეგ დავთანხმდი, ასევე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ რამდენიმე ადამიანი, ვინც დამაკავშირეს ჩემთვის იყო ნაცნობი და მქონდა მათთან გარკვეულ ეტაპზე საქმიანი ურთიერთობაც, ამიტომ უფრო დავთანხმდი და 19 ივნისს დავბრუნდი თბილისში, თუმცა ბათუმიდანვე დავიწყე მუშაობა მათ პრეზენტაციაზე, დავუკავშირდი შესაბამის ხალხს, შოუს მოცეკვავე ქართულ და უცხოურ ჯგუფებს და ნახევარზე მეტი საორგანიზაციო საკითხები მოვაგვარე თბილისში ჩამოსვლამდე. მგზავრობის დროს დამიკავშირდა კლუბის ერთ-ერთი მენეჯერი და მთხოვა, რომ უფროსი მიბარებდა და მთხოვდა, რომ ნამგზავრს ბარგი სახლში დამეტოვებინა და იმ დღესვე მივსულიყავი კლუბში, რადგან პრეზენტაციამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. რადგან ასე მთხოვეს მეც გავითვალისწინე და ნამგზავრი, დაღლილი მივედი ადგილზე, სადაც მთავარი უფროსი: SAMIQ BABAEV არ დამხვდა და მენეჯერმა მომიბოდიშა, ყველაფერი გავიარეთ და დავბრუნდი სახლში სამუშაო განწყობით, თუმცა არ დამირეკეს, შემდეგ ირანის აეროპორტის დახურვა და პრეზენტაციის გადაწევა მოიმიზეზეს და მოკლედ დღემდე იტყუებიან. მე ვითხოვ კლუბი კრისტალის დირექციისგან ჩემი დახარჯული დროის, ნერვების და აბუჩად აგდების, ფინანსურ კომპენსაციას. აქ მაქვს ჩემი მონათხრობის რეალური ფაქტები და შეგიძლიათ დარწმუნდეთ.
როგორც გავიგე ჩემს გარდა ბევრი ქართველი მოატყუეს დაატოვებინეს სამუშაო ადგილები მიმტანებს, ბარმენებს და შემდეგ გააძევეს კლუბიდან, ხოლო ჩაანაცვლეს ირანელი არალეგალი სტაფით, მათ მთავარ მენეჯერ რამაზან გურესცისაც არ ჰქონია საქართველოში მუშაობის უფლება, ამიტომ მინდა რომ მიგრაციის სააგენტო და შრომის ინსპექცია დაინტერესდეს ამ კლუბით და ამ კაცით, რომელიც აფერისტობს და უსირცხვილოდ ატყუებს ქართველ პერსონალს. რადგან მე ვარ ჩემი სამშობლოს ღირსეული ქართველი მოქალაქე, ჩემი მხრიდან ყველა კანონიერი ბერკეტი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ყველა უცხოელს და საქართველოს მოქალაქეს ინფორმაცია მიეწოდოს აეროპორტებში, ვაგზალზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე და სოციალურ მედია ჯგუფებში, რომ კლუბ კრისტალს და მის ადმინისტრაციას არ ენდონ და ჩემსავით მოტყუებული და დაზარალებული არ დარჩნენ. იმისთვის, რომ მომიწვიეთ თქვენთან და საჯარო მხილების საშუალება მომეცით, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემ კოლეგა, უნიჭიერეს ჟურნალისტ: რუსა გვაზავას. მიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდზე და თქვენს სამსახურში, ერთად ვებრძოლოთ უსამართლობას და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულობა და ღირსება.”