კატეგორიის გარეშე
მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილს და “ოცნებას” ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ”
- ნახვები6828
- ლაიქები0
მიხეილ სააკაშვილი ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება.
,,სინამდვილეში, ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა.
ივანიშვილს და “ოცნებას” ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ, ვინაიდან ამას, საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები ექნება. არადა, თუ გვახსოვს, ადრე თვითონ ტრაბახობდნენ, თუ ხმები დააკლდათ, ჩვენ დავუმატებთო.
ახლა, წამებისა და არააამიანური მოპყრობის დასამტკიცებლად, უკვე საკმარისზე მეტი მასალაა, მათ შორის, სახალხო დამცველის კომისიამ უტყუარად დაადგინა PTSD-ს დაავადება, რაც წამების პირდაპირი შედეგია.