News დაიჯესტი
„ფეისბუქის“ გათიშვის გამო, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება ექვს მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა

- ნახვები12376
- ლაიქები0
„ფეისბუქის“ გლობალური გათიშვის გამო სოციალური ქსელის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება ექვს მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ამასთან, უმსხვილესი სოციალური ქსელის აქციების ფასი 4,9%-ით შემცირდა. ბლუმბერგის მილიარდერების სიაში მარკ ცუკერბერგმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.