News დაიჯესტი
“ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება, ამიტომ ამ ეტაპზე შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ”
- ნახვები4813
- ლაიქები0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით დღეს საკოორდინაციო საბჭოს არ უმსჯელია.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ჯერჯერობით, ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ საყურადღებოა და შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებას ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს.
მისვე თქმით, ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ეპიდვითარებას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
„დღეს ეს სკითხი არ განხილულა. ყველა მაჩვენებელი, ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, უმჯობესდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით. მართალია, სამშაბათს ყოველთვის გვაქვს შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვებული, მაგრამ მაინც კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა მერყეობს 300-600-700-ს შორის. ამიტომ, ჯერჯერობით, ისეთი მაჩვენებლებია, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით ერთი კვრა, ათი დღის განმავლობაში ეპიდვითარებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.