News დაიჯესტი

როგორ აფასებს ცნობილი უფლებადამცველი_პაატა შავაძე მართლმსაჯულების მუშაობას

ცნობილი უფლებადამცველი_პაატა შავაძე მართლმსაჯულების მუშაობას აფასებს და წერს:

“იცით, რა მინდა ვთქვა? მოსამართლე უნდა იყოს რა თქმა უნდა პროფესიონალი, ღრმად განსწავლული და კვალიფიციური, მაგრამ ის ვერასდროს იქნება ობიექტური და ვერც ზემოაღნიშნული თვისებების მატარებელ მოსამართლედ ვერ წარმოჩნდება საზოგადოების თვალში, როდესაც ის არის მშიშარა, გაუბედავი და ზოგადად პროკურატურის ერთგვარი მორჩილი! ატანა არა მაქვს ასეთი ფლიდი ელემენტების და არასოდეს დავაფასებ შიანაგანად ასეთებს…მოსამართლემ არასდროს არ უნდა დაკარგო თავი, საკუთარი “მეს” შეგრძნება არ უნდა ამართინო პროკურორს და უნდა იყო ის, რაც ხარ…თუ ეს არ შეგიძლია და თუკი შენ, შენივე ლანდი გაშინებს სახლში მისულს..წადი, ჯობს წადი, რადგან შენ სხვა მოსამართლეებს სცხებ ჩირქს შენი ამაზრზენი მოქმედებებით და ამიტომაცაა მერე, როდესაც ყოველი მეორე გაიძახის მურუსიძე-ჩინჩალაძე-შენგელია და კლანები და ათასგვარი სიავე…
…უბრალოდ, შინაგანად, ადამიანი იბადება, როგორც მონა! ის ლოგინშიც მონაა…საქმეშიც მონაა, სამეგობროშიც მონაა, სამეზობლოშიც მონაა..და ბოლოს, ის საკუთარი ცოდვების მონაცაა….არ შეუძლია მას მონობის უღლიდან იხსნას საკუთარი თავი და იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში…
აი, ეს გვტეხს წელში და ეს არის ზოგადად ჩვენი მართლმსაჯულების სისტემური პრობლემა, და რაც ყიველთვის ქმნის ჩვენს საზოგადოებაში კლანურობის განცდას და აღვიღებს უნდობლობას საზოგადოებასისას, მართლმსაჯულებისადმი….ეს უნდა დავამთავროთ…”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close