News დაიჯესტი
საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- ნახვები1545
- ლაიქები0
საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 515 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
შეგახსნებეთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 218 724 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 196 220 გამოჯანმრთელდა, 2 313 კი გარდაიცვალა.