ALL დაიჯესტი
“ქართული ოცნების” დეპუტატმა ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა
- ნახვები1710
- ლაიქები0
სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში – სოფელ გამარჯვების “ქართული ოცნების” დეპუტატმა ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. გია ჭინჭარაულმა, მის მოგვარე 40 წლამდე მამაკაცებს გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე მედიასთან არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ საჯარო მოხლე თავს იცავდა, რა დროსაც ორ პირს გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.
დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ადგილობრივ სავადმყოფოში ჩაუტარდათ. ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.