News დაიჯესტი
„TV პირველი“ რ იყიდება!,-ვახტანგ წერეთელი

- ნახვები1430
- ლაიქები0
“TV პირველის” დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ წერეთელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მედია პორტალი “ჯედო დაიჯესტი” უცვლელად გთავაზობთ მის განცხადებას :
“სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა. P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. არ გამოვა!!! ტვ პირველი არ იყიდება!!!
თავისუფლება არ იცვლება!!!”, – წერს ტელეკომპანიის მფლობელი.