News დაიჯესტი
“ანას რომელიც ანათებდა ინსტიტუტში ალბად მოაკლდა გასაპროცენტებელი ფული”

- ნახვები791
- ლაიქები0
ნიკა გვარამია ბაგრატიონების, სამეფო ოჯახის ირგვლივ აგორებულ სკანდალს პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:
“მე არ ვიცი სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ქონდა (მის დასაც).
რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაყვაო… ასეთ ძალადობას 99% ვერ გაუძლებდა. მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძლადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.
არ მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:
ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.