News დაიჯესტი
ივანიშვილის უკანონო შვილი თეონა ხინჩაგაშვილი რას აცხადებს ის?
- ნახვები1102
- ლაიქები0
სააპელაციო სასამართლო თეონა ხინჩიგაშვილის საქმეს განიხილავს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის შვილია. ის გვარის მიცემას მოითხოვს.ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ივანიშვილის და თეონა ხინჩაგაშვილის ნათესაური კავშირი დგინდება, ბიძინა ივანიშვილის ძმა უნდობლობას უცხადებს.
საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა და მიიღებს თუ არა თეონა ხინჩიგაშვილი ივანიშვილის გვარს, ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. იქამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გადაწყვიტა, რომ თეონა ალექსანდრე ივანიშვილის შვილია და მამამ ქალიშვილს გვარი უნდა მისცეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ძმამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საქმეს სამოქალაქო საკითხების პალატა იხილავს, რომლის შემადგენლობაშიც, რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძეა.
ალექსანდრე ივანიშვილის ადვოკატი, სანდრო სამადბეგიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეცდომა მოსვლოდა.
„საკითხი არ არის პრინციპული. საკითხი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ქალბატონ თეონას ვთხოვეთ, რომ იმისთვის, რომ მე თვითონ დავრწმუნდე, ჩემს მარწმუნებელზე დავრწმუნდე, გთხოვ, რომ მოდი, მეორეც ჩავატაროთ,“ – ამბობს ადვოკატი.
თეონა ხინჩეგაშვილის ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე კი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიხედვით, ხინჩეგაშვილი სწორედ ალექსანდრე ივანიშვილის შვილია. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა გაყალბება სცადოს და სწორედ ამიტომ ითხოვს სხვა ქვეყანაში ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას.
თეონა ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ დედამისი ჯერ კიდევ 30 წლის წინ ცდილობდა შვილისთვის გვარის მიცემას.
„4 თვის იყო დედაჩემი ფეხმძიმედ, მაგის მერე ჩივის. პარტიიდან მამაჩემი რატომ გამოაგდეს, შეეკითხეთ, დედაჩემი უჩიოდა და მაგიტომ გამოაგდეს. ეს დღეს და გუშინ კი არ გაიგო ეს საქმე. ახლა შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ახლა, მდიდრები არიან, მილიონერები არიან და იმიტომ უჩივის. 30 წლის წინ ისეთივე ხალხი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ და მაშინაც კი უჩიოდა დედაჩემი. ჩვენი პოზიცია არის, რომ მინდა ჩემი გვარი. ახლოს ვინ მიგიშვებდა, ანზორიც იყო ჩუბინიძე, მივედი და ბიძაჩემის ნახვა მინდა მეთქი, იმიტომ, რომ ეგ მფარველობდა, ერთადერთი ჩემი მფარველი იყო ბიძაჩემი და რა მითხრეს, აქ რას მოდიხარ, წადი და მამაშენთან მიდიო,“ – ამბობს თეონა ხინჩეგაშვილი.
სასამართლომ აღიარა, რომ თეონა ხინჩაგაშვილი ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილია. თეონა ხინჩაგაშვილი საკუთარ გვარს და შვილად აღიარებას წლების განმავლობაში ითხოვდა. მისივე თქმით, ჯერ კიდევ დედამისი ცდილობდა 30 წლის წინაც, რომ მამას იგი შვილად ეღიარებინა.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
„4 წელია უკვე სიმართლეს ვეძებ და ჯამში კიდევ30 წელიწადზე მეტი დედაჩემი და დღეს ოფიციალურად მომცეს, ჩემი კანონიერი, რომელიც მეკუთვნის ეგ გვარი. მეშინოდა, რომ ზეგავლენას მოახდენდნენ ბიძაჩემი და მამაჩემი.მადლობა მოსამართლეს, რომ ზეგავლენა არ მოახდინეს მამაჩემის და ბიძაჩემის გავლენამ. რა ვქნა, უკანონო ვარ მაგრამ ხომ ვარ. ამას უკვე არავინ და აღარაფერი არ შეცვლის,”-განაცხადა თეონა ხინჩაგაშვილმა.
წყარო რეზონანსი