News დაიჯესტი
დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან…
- ნახვები609
- ლაიქები0
სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეს, 12 წლის ელენე გ.-ს ეძებენ. ვაქვეყნებთ პოსტს და თუ ვინმემ იცის რამე ამ გოგონაზე, დარეკეთ მითითებულ ნომერზე:
“დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ გთხოვთ დამიკავშირდეთ 577337616. გთხოვთ გაავრცელოთ!!!”
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში დაკარგული ბავშვის მეზობელი აღნიშნავს, გოგონა დილიდან გავიდა სახლიდან და სკოლაში არ მისულა, ამის შესახებ კი შუა დღეს შეიტყვეს. გოგონა მეშვიდეკლასელია და ბიჭურად აქვს თმა შეჭრილი.
შსს-მ დაადასტურა გოგონას დაკარგვის ამბავი და აქტიურად ჩართულია ძებნის პროცესში.