POSTS დაიჯესტი
საბერძნეთში მოსახლეობა ხანძარს სანაპიროზე გაურბის. ფოტოკოლაჟი

- ნახვები517
- ლაიქები0
საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრისგან თავის დაღწევას მოსახლეობა სანაპიროზე გაქცევით ცდილობს. სოციალურ ქსელ Facebook-ში ხანძრის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.
სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად არმია და მოხალისეებიც ჩაერთნენ. საბერძნეთმა დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. ესპანეთმა საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩასაქრობად ორი თვითმფრინავის გაგზავნა გადაწყვიტა.
ასეთი მასშტაბის სტიქიური უბედურება საბერძნეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ხანძრის გაჩენის მიზეზად გვალვა სახელდება – უკვე რამდენიმე თვეა საბერძნეთში ნალექი არ ყოფილა.
ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება და საელჩო საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად ეძებს.
ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.