News დაიჯესტი
ლენტეხში სოფელ ზესხოში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია

- ნახვები499
- ლაიქები0
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ზესხოში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება უკვე მოახერხეს. ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება, რომ არ მოხდეს მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული. ცეცხლის ქრობაში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული და ადგილზე ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენიც ჩაერთვება. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
წყარო: კვირა.ჯი