News დაიჯესტი
ბათუმში მეზობელმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
- ნახვები513
- ლაიქები0
ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში 12 წლის გოგო გააუპატიურეს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.
ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული არ არის. არაოფიციალური ინფრომაციით, გოგონაზე მეზობლად მცხოვრებმა იძალადა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადისთვის სასჯელის ზომად განისაზღვრება თავისუფლების შეზღუდვა ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.