News დაიჯესტი

“ვიდრე პირადად არ დაველაპარაკები შვილს, ვერ დავიჯერებ” – სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედა შორენა მაზიაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მედიით გასაჯაროვდა, არ ენდობა. შორენა მაზიაშვილის განცხადებით  ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია.  “როცა ადვოკატის გარეშე დაიკითხა, ნიმუშები ადვოკატის გარეშე აუღეს, როცა ვითხოვ, რომ გავიგო, სად არის ჩემი შვილი და არ ვიცი, როგორც უნდოდათ ყველაფერი ისე მოაწყეს. ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. ყველანაირი პასუხი გაყალებებულია ჩემი შვილის წინააღმდეგ. გამოიძიონ ნორმალურად. ვიდრე პირადად შვილს არ დაველაპარაკები, ვერ დავიჯერებ. – განაცხადა შორენა მაზიაშვილმა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან. ექსპერტიზით ასევე ირკვევა, რომ რაიან და ლორა სმიტების მცირეწლოვანი შვილი მიბჯენით არის მოკლული.

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close