ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი
განსხვავებული აზრის ქონა სახიფათოა ?

- ნახვები288
- ლაიქები0
საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით კვლავ გრძელდება. ხოლო რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა. საქართველო თავისი ტრადიციული პარტნიორებისგან იზოლირებულია. ევროკავშირთან, აშშ-სთან და ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტოა წარმოდგენული. პარლამენტის, მთავრობისა და ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა სადავოა. „ქართულმა ოცნებამ“ რიგი რეპრესიული კანონები დააინიცირა, რომელთა მიზანიც განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობაა.
49 მომიტინგე კვლავ ციხეში რჩება. პატიმრობაში რჩება ასევე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. პოლიციის სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომიტინგეები კვლავ ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების რეპრესიების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას.
თუმცა, ეს საპროტესტო აქციები მხოლოდ დაჭერებით არ შემოიფარგლება,არამედ, განსხვავებული აზრის ქონა- გამოხატვა,თუ საჯარო სამხარში მუშაობ, შესაძლოა სამსახურიდან განთავისუფლებით დამთავრდეს.
რისი უტყუარი მაგალითი, რამდენიმე დღის წინ .„ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილია.რომელიც აქტიურად აფიქსირებდა განსხვავებულ აზრებს და პერფომასებით აპროტსტებდა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. „ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ“,ასე განმარტა მან მისი ამ თანამდებობიდან მოხსნა.
ამას გარდა, აქციის ბევრმამონაწილემ ჯანმრთელობის სერიოზიული დაზიანებები მიიღო.
ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი საჯარო მოხელე ციალა შუბუთიძე აღნიშნავს , რომ, რაც ივანიშვილი მოვიდა ქვეყანაში განსხვავებული აზრის და პროტესტის გამოხატვა,სხვადასხვა საფრთხის შემცველი გახდა „მე მიუხედავად იმისა, რომ ვარ საჯარო მოხელე- ბიბლიოთეკის დირექტორი, არ მომწონს ქვეყანაში არსებული სიტუაცია“,აღნიშნავს იგი.
მისი თქმით,ყველას დევნიან ვინც განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს. „მე არ მინდა ჩემი ქვეყანა ისევ რუსეთის კოლონია იყოს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. მე ის წლები გამოვლილი მაქვს, როცა ქვეყანაში რუსეთის მიერ დიქტატურა იყო დამყარებული . მინდა, მეც და ჩემი ოჯახიც ცხოვრობდეს თავისუფალ პროევროპულ ქვეყანაში და რაც შეიძლება მალე გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი, რაშიც ხელს გვიშლის საქართველოს დღევანდელი მთავრობა“,ამბობს ჩვენთან საუბარში შუბითიძე.
იქვე დასძენს,რომ , ის იღებდა მონაწილეობას მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილ ყველა აქციაში, რომელიც იმართებოდა თბილისში. „ვიდექით წვიმაში თოვლში და ქარში. აქციების დროს გვარბევდნენ და ისედაც სიცივეში წყლის ჭავლით გვასველებდნენ. 2023 წლის მარტის თვეში აქციის დროს წყლის ჭავლი პირდაპირ დამიზნებით შემომასხეს“,ამბობს იგი.
როგორც აგვიხსნა, წყლის წნევამ წააქცია და სასწაულად გადარჩა მოტეხილობას.თუმცა,მოგვიანებით ამ ყველაფერმა ჯანმრთელობა საგრძნობლად შეურყია. „ჯანმრთელობა შემერყა ზუსტად იმ აქციებზე დგომით. აქციებზე დავდიოდი შენიღბული, რომ არ დავეფიქსირებინე სუსის წარმომადგელებს , რაც შემიქმნიდა სამსახურიდან განთავისუფლების საშიშროებას. მე ვერანაირი შიში ვერ დამატოვებინებდა ქვეყანას, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა“,თქვა მან.
ამჟამად იგი საკუთარი ქვეყნისგან უკუგდებული და გარიყული, საფრნაგეთში იმყოფება სერიოზული სამედიცნო დიაგნოზით. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ქალბატონი ციალას უდიდესი იმედი ამჟამად, საფრანგეთის ჰუმანურობაა და საფრანგეთის მთავრობას მიმართავს; „ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში რათა გადავირჩინო სიცოცხლე, როგორც ჯანმრთელობის მხრივ ასევე პოლიტიკური დევნისგან,“როგორც მან აღნიშნა , სხვა გამოსავლი მისთვის არ არსებობს გარდა საფრაგნეთის დახმარებისა და სამშობლოდან შორს , კვლავაც მიმდინარე პროცესებზე ნევრიულობს და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის გამო ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას.
მისი ისტორია ერთ-ერთია უამრავ დაზარებულთა შორის , 49 მომიტინგე კვლავ პატიმრობაშიო რჩება და სხვადსხვა ფორმით ზეწოლა მომტინგეებზე კვლავ გრძელდება.