პოლიტიკა

კახა კალაძე: ზეწოლები და ქვეწოლები ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ

ზეწოლები და ქვეწოლები ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ.

„არანაირი წეზოლა არ ყოფილა. ზეწოლები და ქვეწოლები ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. ჩვენი კოორდინატორების მხრიდან, ვინც დამკვირვებელი იყო, არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება. ასევე უამრავი განცხადება გაკეთდა ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი გადაცდომა, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩვენს თანაგუნდელებს და ჩვენს კოორდინატორებს არ ჩაუდენიათ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close