ALL დაიჯესტი

” მიმძიმს სიჩუმე და მტკივა გული , ბაბუაზე საერთოდ , იშვიათად ვწერ”,-სოფო შევარდნაძე

ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ბაბუაზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე პოსტს ავრცელებს.

“ძალიან იშვიათად ვწერ ჩემს ბაბუაზე საერთოდ რამეს, მითუმეტეს პოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ არის მომენტები, როდესაც ძალიან მიმძიმს სიჩუმე და მტკივა გული. მარტო საქართველოში შეიძლება გაიხსნას ევროპის მოედანზე გამოფენა ბერლინის კედლის ფრაგმენტიდან და არ იყოს იქ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო. ეს არც ადამიანურ, არც ობიექტურ და

მით უმეტეს არც ისტორიულ ლოგიკაში არ ჯდება. საინტერესოა, თუ საერთოდ ექნებოდა ხალხს იმის საშუალება, რომ კედლის ფრაგმენტს ხელით შეეხოს, არამც თუ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის უდიდესი როლი ბერლინის კედლის დანგრევაში და ევროპის გაერთიანებაში. მარტო საქართველოში…” – წერს სოფო შევარდნაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close