News დაიჯესტი

გიგა ოთხოზორიას დედა: ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია

ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია, – ამის შესახებ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი შვილიც მტრის ტყვიას შეეწირა.

“მათი ტკივილი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია.  ზუსტად 1 წლისა და 10 თვის წინ ჩემი შვილი ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი, ქართული პასპორტი დაიცვა და ყველას თვალწინ 6 ტყვიით ჩამიცხრილეს. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს ოჯახი. ნაწამები შვილის სხეული 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღეს, რომ მოფერებოდნენ და მისთის საკადრისი პატივი მიეგოთ”, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები წილკანში ჩავიდნენ, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close