News დაიჯესტი

“ბავშვებს მღვიმეში გაუყვანეს ინტერნეტი და უყურებდნენ ფეხბურთს”

ტაილანდური საინფორმაციო არხი MCOT-ის ინფორმაციით მთელი სამაშველო ოპერაციის განმავლობაში ტაილანდელები ძალიან მშვიდად იყვნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველანი გადარჩებოდნენ.

უბრალოდ ყველა მათზე ლოცულობდა. მშობლები სთხოვენ მედიას, თავი შეიკავონ ბავშვებთან კონტაქტისგან ცოტა ხანს, რადგან თითქმის ყველა საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან არის და ამდენი ყურადღება მიაჩნიათ, რომ მათ დააბნევს. ბავშვებს  ტელეფონებიც კი არ ჰქონიათ. სანამ სამაშველო ოპერაცია დაიწყებოდა, ბავშვებს ჰქონდათ ყვინთვის გაკვეთილები, ამ დროს მღვიმეში გაუყვანეს ინტერნეტი და ბავშვები უყურებდნენ ფეხბურთს, ყვინთვის გაკვეთილებზეც უარი თქვეს იმ დღეს.
ბავშვები ასევე დაპატიჟებულნი არიან , 15-ში ჩემპიონატის ფინალზე, მაგრამ ამ ეტაპზე არიან საავადმყოფოში, რადგან ბევრ მათგანს პნევმონია აქვს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close