News დაიჯესტი
“ცვლილებები კანონში,უცხოელებითვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება მკაცრდება”,,-ზვიად ტომარაძე

- ნახვები493
- ლაიქები0
სასიხარულო ინფორმაცია!!!
გუშინ 19 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო (76 მომხრე, 0 წინააღმდეგი) ცვლილებები “მოქალაქეობის შესახებ” კანონში.
შარშან 30 მაისიდან მოყოლებული მე და ემზარ კვიციანი კანონპროექტით ვითხოვდით, რომ უცხოელებითვის გამკაცრებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მიღება.
ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო:
1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე.
2. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე.
3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო იქნება ქართული ენის და ისტორიის ცოდნა.