ALL დაიჯესტი

“შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, დაშავებულები ძლივს გადმოიყვანეს” – ავარია ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შდეგეად, 4 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

“შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, დაშავებულები ძლივს გადმოიყვანეს”,- განუცხადა “ჯეო დაიჯესტს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ისინი ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  კლინიკა „მედალფაში“  გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, “ამჟამად ისინი დაკვირვებისა და კვლევის ფაზაში არიან”.

შსს-ს  მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close