News დაიჯესტი

ცნობილია რომელი ქვეყნების მოსახლეობა ცოცხლობს ყველაზე დიდხანს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებში სიცოცხლის უნარიანობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იაპონიაშია – იქ ადამიანები საშუალოდ 83.7 წელს ცხოვრობენ. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

მეორე ადგილზეა შვეიცარია – შვეიცარიელი საშუალოდ 83.4 წელი ცოხლობს.

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.7 წელია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 95-ე ადგილს იკავებს (183 ქვეყანას შორის).

ყველაზე ნაკლებ ხანს სიერა ლეონეს მოსახლეობა ცხოვრობს, საშუალოდ 50 წელს. შემდეგ მოდის ანგოლა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52.4 წელია.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close