News დაიჯესტი

სისხლში ცურავდა, გულში აქვს დანა ჩარტყმული- დეტალები დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალებაზე

დიღომში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალების შესახებ “ნიუპოსტმა” ახალი დეტალების გარკვევა შეძლო.
როგორც ტატიშვილის მეგობარი ყვება, მამაკაცს ერთი ჭრილობა, გულში აქვს მიყენებული.

“გულში აქვს ჭრილობა, ამბობენ თავად ჩაირტყაო. გარდაცვლილი მისმა ძმამ ნახა. სისხლში ცურადვაპოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იყო”- აღნიშნა გარდაცვლილის ახლობელმა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას ორი თვის წინ თავი განსაკუთრებული ქცევით დაამახსოვრა, მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა.

ახალგაზრდა კაცს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი დახვდა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close