POSTS დაიჯესტი

” უბედურება ისაა, რომ მმართველი პარტიის უსახური მასა, ყველაფერზეა წამსვლელი”,-გია ფაცურია

მიშამ რო კონსტიტუცია გადაწერა, თავის თავზე მოირგო – ერთ პიროვნებაზე. ახლა კომისიამ კონსტიტუციის ისეთი რედაქცია შემოგვთავაზა, რომელიც მორგებულია „მმართველ პარტიაზე“ – გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი და ა.შ.
უბედურება ისაა, რომ მმართველი პარტიის უსახური მასა, რომლის ნახევარი პორტირებული ნაცია, ანუ ტიპი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი თანამდებობისთვის, ქოცებიც არ აკლებენ, რასაკვირველია, შერჩეულია ერთგულების პრინციპით, უპრინციპობა მისთვის არაა სათაკილო და საკუთარი „წარმატებისთვის“ ნებისმიერს უღალატებს ნებისმიერ მომენტში, ბიძინას ჩათვლით, იმ წამშივე, როცა დაჭირდება.
კანონები, მითუმეტეს ძირითადი კანონი, არ უნდა იწერებოდეს პიროვნება/პარტიაზე მორგებულად. რაც მეტი ურთიერთშემაკავებელი და საპირწონე მექანიზმი ექნება ხელისუფლების სამივე შტოს, მით უფრო დაცული და თავისუფალია რიგითი მოქალაქე.
ჩემ ფრენდისტანს რომ ვუყურებ, საცა 90% ალბათ ანტინაცია, მგონი ფიქრობენ – რაში ჭირდება ბიძინას დიქტატურა? ვინც ცუდად მოიქცევა/ბიუჯეტს შეჭამს/არ გაამართლებს – გააგდებს. ან რაღაც მაგისდაგვარს.
ვინ ხართ იმის გარანტორი, რომ ხვალ ბიძინას თავზე არ დაეცემა ახალგადატანილი 100-მეტრიანი ევკალიპტი და ქვეყანაში ხელისუფლებას ხუნტა აიღებს ბესელია-გოგაშვილი-ზარდიაშვილის სახით? ზარდიკას გვარს არ აპაზორებდეს მაინცაა 
კობახიძე ჩვეულ სტილში გაახმოვანებს ამათ ნააზრევს.
კაი, ბიძინამ 100 წელი იცოცხლა. მერე რომელ მანქურთულ ბანდას უტოვებთ ამ კონსტიტუციას და ქვეყანას?
ხოდა თვითონ ბიძინა რატო ითხრის სამარეს ეგ ნაღდად ვერ გავიგე. აბსოლუტურ მბრძანებლებს და სულთნებს საჭურისები რო ხმარობდენ ხოლმე აკანცოვკაში, არ გაუგია ნეტა?

წყარო : გია ფაცურია

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close