ALL დაიჯესტი
თურქეთში 1 ცხვარი ხრამში გადახტა, 79 კი უკან მიჰყვა

- ნახვები562
- ლაიქები0
თურქეთში, ქალაქ მურადიეს მახლობლად, ცხვრებმა მასობრივი თვითმკვლელობა მოაწყვეს. ერთ-ერთი ცხვარი ხრამში გადახტა, მას კი დანარჩენი 79 ცხვარიც მიჰყვა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Milliyet ავრცელებს.
როგორც ცხვრის ფარის მწყემსი ამბობს, მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ მან ვერ მოასწრო რამის გაკეთება.
“როდესაც ერთი გადახტა, დანარჩენებმაც დაიწყეს მიბაძვა და გაჰყვნენ უკან, ვეცადე, რომ გზა გადამეღობა რამდენიმესთვის მაინც, მაგრამ ვერ შევძელი”, – ამბობს მწყემსი.