News დაიჯესტი

„რუსთავი 2“ ბოდიშს იხდის – „ბოდიში მათ არ ეხებათ ვინც დღეს აქ იყვნენ – ისინი ქრისტიანები არ არიან“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის შენობასთან მიმდინარე აქციას ეხმაურება.

გვარამიამ ტელეკომპანიის სახელით, მორწმუნე ადამიანებს ბოდიში მოუხადა.

“უნდა შევეხო დღევანდელ ინციდენტს. პირველ რიგში მინდა არხის სახელით ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი რელიგიური გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით. თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად. არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად. დღეს დილით ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო და ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება. იგი არის ყველა ქრისტიანული კომფესიის საკუთრება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა მორწმუნეთა გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებებში, როდესაც ამის ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს აღნიშნული ქმედებებისგან, ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება სიტყვის თავისუფლების სტანდარტებში ჯდება. გვარამიას თქმით, რედაქცია არ აიძულებს ჟურნალისტს ამისთვის ბოდიში მოიხადოს.

“ქართული მარში არის მოძალადე ძალა, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსდება. მათ დატყვევებული ჰყავდათ გაბუნია და ტელეკომანიის იურისტი თამთა მურადაშვილი. რომ არა ჩვენი დაცვის წევრების შრომა, ცუდ შედეგს მივიღებდით. ვითხოვთ მოძალადეების მთელი სიმკაცრით დასჯას. ისინი საზოგადოებისგან იზოლირებულები უნდა იყვნენ”, – აღნიშნა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანიის შენობასთან “ქართული მარშის” აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა. სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close