News დაიჯესტი

ახალგაზრდა დიპლომატთა წევრებმა გაეროს მოდელირების პროექტში მიიღეს მონაწილეობა

„მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” ორგანიზებით მედეათეკაში გაიმართა ახალგაზრდ ადიპლომატების დაჯილდოვების  ცერემონიალი.

საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა წევრებმა გაეროს მოდელირების პროექტში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლონდონში, რეჯენტის უნივერსიტეტში ჩატარდა.

საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები საქართველოს ელჩს გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილს შეხვდნენ.

თამარ ბერუჩაშვილმა ახალგაზრდა დიპლომატებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს მუშაობის პრინციპებზე ესაუბრა. შეხვედრი სფარგლებში მათ ასევე განიხილეს საერთაშორისო ურთიერთობების როლი და მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში, ასევე ახალგაზრდა დიპლომატები ჩართულები იყვნენ გაეროს საერთაშორისო კონფერენციაში ტელე-ხიდების საშუალებით. მათ განიხილეს თავისი სარეზოლუციო პროექტი თემაზე- „სუფთა წყალი და სანიტარია“.კონფერენციაში მონაწილეობდა ფილიპინელები, ინდოეთის და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში მედეათეკის სივრცეში გამოიფინა ახალგაზრდა დიპლომატის მიში კოგაბაიძის 15 ფერწერული ნამუშევრები „ემოციის ფერები“

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სამთავრობო დაა რასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, პარტნიორი  ორგანიზაციები. ახალგაზრდა დიპლომატებმა გაუზიარეს შთაბეჭდილებები და თავის გამოცდილებები მათ.

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close