News დაიჯესტი

გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს აფრთხილებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა საახალწლო მიმართვაში 2017 წელი შეაჯამა და მსოფლიო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გააფრთხილა.

“ძვირფასო მეგობრებო მთელ მსოფლიოში, გილოცავთ ახალ წელს!

ერთი წლის წინ, როდესაც შევუდექი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობას, მე მოგიწოდეთ, გამოგვეცხადებინა 2017 წელი მშვიდობის წლად.

სამწუხაროდ, მსოფლიო კარდინალურად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა.

ამ ახალ წელს, მე აღარ მოგმართავთ მოწოდებით, არამედ გაფრთხილებთ ჩვენი მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე.

კონფლიქტები გაღრმავდა, გაჩნდა ახალი საფრთხეები.

დღეს ბირთვული იარაღის გლობალური საფრთხე ცივი ომის პერიოდის შემდგომ ყველაზე მაღალია.
კლიმატის ცვლილება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედებები. იზრდება უთანასწორობა.

ჩვენ მოწმე ვართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების. იზრდება ნაციონალიზმი და ქსენოფობია.

2018 წლის დამდეგს, მოგიწოდებთ ერთობისაკენ.

მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამყარო უფრო საიმედო და უსაფრთხო გავხადოთ. ჩვენ ძალგვიძს კონფლიქტების მოგვარება, სიძულვილის დაძლევა და საერთო ღირებულებების დაცვა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით.

ამ ახალ წელს მოვუწოდებ ყველა ქვეყნის ლიდერს, გამოხატონ თავიანთი მზაობა, რათა შეამცირონ უფსკრული, დაძლიონ უთანხმოება, აღადგინონ ნდობა ძირითადი მიზნების ირგვლივ ხალხის გაერთიანების გზით. საამისო გზა კი არის ერთობა. ჩვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული.

გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას ახალ – 2018 წელს. დიდი მადლობა”, – განაცხადა გუტიერეშმა.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close