POSTS დაიჯესტი
ანუკი არეშიძე: გოგოებო, თუ ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, ბევრი ბავშვი გააჩინეთ

- ნახვები890
- ლაიქები0
„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ყოველ დილით თვალებით რომ მიხსნის სიყვარულს და მთელი სახე უცინის ბედნიერებისგან! ყოველ დღე უფალს უდიდეს მადლობას ვუხდი, რომ ღირსი გამხადა ამ სიყვარულის, რასაც ჩემი შვილები მჩუქნიან, განსაკუთრებით, ეს პატარა ხოზიკა, რომელიც ვერ ლაპარაკობს, მაგრამ თვალებით მეუბნება ყველაფერს! მოკლედ, გოგოებო, რთულია კი, მაგრამ თუ ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, ბევრი ბავშვი გააჩინეთ“, – – ამის შესახებ ინსტაგრამზე თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე წერს.