News დაიჯესტი

კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური ვაქცინა შეიქმნა

აშშ-ის ბიოვიზუალიზაციისა და ბიოინჟინერიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს წინააღმდეგ ნანოვაქცინა შეიმუშავეს. ნაერთი, რომელიც იმუნურ უჯრედებს აიძულებს შეუტიოს სიმსივნეს, ლიმფურ კვანძებში შეყავთ ალბუმინის მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას MedicalXpress-ი ავრცელებს.

ვაქცინის შემადგენლობაში შედის ანტიგენები – ცილები, რომლებიც ლიმფოციტებს ავთვისებიანი სიმსივნის ამოცნობაში ეხმარება. მეცნიერებმა ანტიგენებს საღებავი Evans blue დაუმატეს, რომელიც უერთდება ალბუმინს – ცილას სისხლის შრატში და სინთეზირებულს ღვიძლში. ამ ნაერთს დაუმატეს ასევე დეენემის ფრაგმენტი, რაც იმუნურ რეაქციებს აძლიერებს.

ანტისხეულისა და საღებავის კომპლექსს AlbiVax-ი ეწოდა.

პრეპარატი უკვე გამოსცადეს რამდენიმე სახის სიმსივნეზე. ცდები თაგვებზე ჩატარდა. შვიდ მღრღნელს სამ-სამი ვაქცინა გაუკეთდა 2-კვირიანი ინტერვალებით. ექსპერიმენტის 70-ე დღეს თაგვებს სიმსივნური უჯრედები შეუყვანეს. 4 თის შემდეგ 5 მღრღნელი დარჩა ცოცხალი. გადარჩენილებს კიდევ დამატებით ერთხელ შეუყვანეს სიმსივნური უჯრედები და 6 თვის შემდეგ მათგან მხოლოდ ერთი მოკვდა.

ფილტვის კიბოთი დაავადებულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნანოვაქცინა სიმსივნის სრულ რეგრესს იწვევს.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close