News დაიჯესტი

თბილისში სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს ?

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს, ამის გამო კი წყლის ონკანიდან დალევა სამი დღის განვალობაში საშიშია.
„პრესა.ჯი“-ს ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ წყლისაგან მოწამლული პაციენტები, ყოველ 5 წუთში მიჰყავთ საავადმყოფოში. 
თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას  “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” უარყოფენ და ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:
 
“30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.
 
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.
 
კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close