ALL დაიჯესტი

სასწავლო პროგრამები და საერთაშორისო პერსპექტივები საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლასთან ერთად ! 

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა გთავაზობთ პროგრამებს შემდეგი მიმართულებთ:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • საჯარო მმართველობა
  • ტურიზმი

პროგრამები შემუშავებულია თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; აკრედიტებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ; ხოლო 2016 წლიდან სკოლა არის CEEMAN-ის და AACSB-ის ინსტიტუციური წევრი საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებით.

წარმატებულ სტუდენტებს სკოლა სთავაზობს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში; უფინანსებს ევროპის ინოვაციის აკადემიის (EIA) საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობას; ინოვაციური იდეებისა დასტარტაპ პროექტების განსახორციელებლად სთავაზობს Start-Up Factory-ის მულტიფუნქციურ სივრცესა და ფინანსურ მხარდაჭერას.

სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება: დაგეგმონ და განახორციელონ ტურები საქართველოს მასშტაბით,  მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე საჯარო პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტისა და საჯარო ადმინისტრირების ქეისების შემუშავებაში, შეისწავლონ და პრაქტიკულად გამოიყენონ საბუღალტრო პროგრამები, მოემზადონ პროფესიულ ბუღალტერთა სერტიფიცირებისთვის, განახორციელონ ბიზნეს იდეები, მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხების განხილვაში, ჩაერთონ უნვერსიტეტში მიმდინარე პროექტებისმართვის პროცესში და ამავე დროს იცხოვრონ მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებით.

მეტი ინფორმაციიისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს:

https://www.ug.edu.ge/

მოამზადა გიორგი ჭინჭარაული

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close