News დაიჯესტი

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება,ნათლისღება — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო

ნათლისღება — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი (6) 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.[1]

ნათლობის რიტუალს წინ უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლიც განმავლობაში ახალმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ჭეშმარიტებებს, სწავლობს მრწამსს, ესწრება საკვირაო ლიტურგიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდი განსაზღვრული არ არის. ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება. ნათლისღება ხდება წყალში სამჯერ შთაფვლით ან სხურებით, უკიდურეს გამონაკლის შემთხვევებში — ქვიშით. ნათლობის რიტალს აღავლენს მღვდელი. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, მონათლული განიწმინდება ცოდვებისგან და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. მართლმადიდებლობა ნათლისღებას სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევს და ის მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close