ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

„ჯერ, ჰალუცინაციები არ დამწყებია“-ადვოკატი ია სირანაშვილი, გენერალურ პროკურორს მიმართავს !

მივმართავ,  გენერალურ პროკურორს, ბატონ, ირაკლი შოთაძეს,  სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება, სავარაუდო თაღლითურ სქემაზე ჩემი  საცხოვრებელი სახლის ირგვლივ.

  2 კვირით მოსულმა, აწ გარდაცვლილი მეზობლის, მომვლელმა, ვინმე ნატო დემეტრაძემ, სასამართლო მოატყუა, რომ თითქოს ჩემს სახლში ცხოვრობდა  აწ გარდაცვლილი მეზობელი.

 ხოლო თავად კი მის სახლში  და სასამართლოს მოტყუებით  გაიფორმა გარდაცვლილის  საცხოვრებელი სახლი,  რომელსაც ყიდის სასწრაფო წესით !!!

 სხვისი ქონების დაუფლების უსამართლო  და უკანონო გზაა… ვგონებ, ჯერ,  ჰალუცინაციები  არ დამწყებია, ვცხოვრობ და აქით-იქეთ ვიყურები, კიდევ ხომ არავინ ცხოვრობს ჩემს სახლში ?! ისე რომ ვერ ვამჩნევ, იმ „სხვას „  და ვხედავ, ვკითხულობ სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაოცება ნარევ აღშფოთებას  ვერ ვმალავ !!!

ვინმე ნატო დემეტრაძე, რომელიც მომვლელად იყო მოსული ჩემს ეზოში ორი კვირით, სასამართლოს ატყუებს თითქოს და ჩემს სახლში 1996 წლიდან ცხოვრობდა  აწ გარდაცვლილი თამარა ბებო და თავად გარდაცვლილის სახლში,ეს ყველაფერი კი სასამართლოს დაკმაყოფილებული აქვს!

საქმე ეხება სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას.

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე, აშკარად მოატყუეს და შეცდომაში შეიყვანეს!

ქალბატონი ნატო დემეტრაძე ჩემს მეზობელთან მომვლელად მოვიდა 2013 წელს.

 2 კვირის მოსული იყო როდესაც ჩემი საცოდავი მეზობელი თამარა ბებო, კარ- ჩაკეტილ,გაზქურა ანთებულ სახლში,  იატაკზე ეგდო  და:“ მიშველოთო სასოწარკვეთილი ბღაოდა“,- რა დროსაც გამოვიძახე სამაშველო და კარები შეტეხეს !

თამარა ბებო, მოწამლული ეგდო ძირს, სახედასიებული, პროტეზი ცალკე ეგდო  და ფეჩთან პირქვე ისე ახლოს, რომ შეიძლებოდა ცეცხლი  წაკიდებოდა !

სამწუხაროდ, დიდხანს ვეღარ იცოცხლა თამარა ბებომ და გარდაიცვალა, ფილტვის პნევნომიით, საავადმყოფოში, გადაყვანიდან ორ კვირაში.

ხოლო მისი მომვლელი კი მას შემდეგ  იფორმებდა მოხუცის ფართებს, რომელსაც  იგი ფლობდა სიცოცხლეში.

ახლა კი მის სახლს და ჩემს სახლსაც მიადგა. ამჯერად,  კი რას ვხედავ, თურმე უკვე ყიდის ამ სახლს!!!  რომელიც მოტყუებით მიიღო !!

საჯარო რეესტრში განაცხადი  გაყიდვაზე უკვე შეუტანია,სანამ დავრჩენილვარ უსახლკაროდ მოგიწოდებთ, სასწრაფოდ მოახდინოთ რეაგირება !!!

ძველი თბილისის მეორე სამართველოს- მეორე განყოფილება, ვისაც ეკუთვნის გამოძიება  დუმს და ხელს არ ანძრევს ! ასე იცავენ დღეს სამართალდამცავები მოქალაქეებს ?! …


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also

Close
Close