News დაიჯესტი

”საქართველო საუკეთესო ადგილი უნდა გახდეს ჩვენი პატარა ბეწვიანი ქმნილებებისთვის”

თბილისის და რუსთავის გზებზე ასზე მეტი ძაღლი ყოველდღე ელოდება მარკ ლოპესს და მის მეუღლეს იონგს, რომლებსაც მანქანაში რამდენიმე ტომარა მშრალი ძაღლის საკვები, მზა კერძები და წამლები აქვთ. ოთხფეხა მეგობრებმა, რა თქმა უნდა, არ იციან, რომ მათთან ნებისმიერ ამინდში შორეული კალიფორნიაში მცხოვრები ამერიკლი  წყვილი მოდი.

უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღეს მარკ ლოპესმა  Georgian Digest-ის კითხვებს უპასუხა და  რუსთავში პირველი ცხოველთა თავშესაფრის გახსნის თაობაზე ისაუბრა.

თქვენ აქტიურად ეხმარებით უსახლკარო ცხოველებს საქართველოში, ინვესტირებას ახდენთ და ამ საქმეში  სხვა ადამიანებსაც რთავთ. მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის შესახებ, როდის დაიწყეთ უპატრონო ძაღლების მოვლა?

– მე და ჩემს მეუღლეს იონგს მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის გვიყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. ჩვენ ყოველთვის გვყავდა პატარა ჯიშის ძაღლები, მაგრამ უსახლკარო ძაღლებს ყოველთვის ვეხმარებოდით და ვაჭმევდით. საქართველოში მე 2021 წლის იანვარში  ჩამოვედი, როგორც კონტრაქტორი, რათა დავეხმარო საქართველოს თავდაცვის ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. როცა ჩამოვედი, გაკვირვებული ვიყავი უსახლკარო ძაღლების ლამაზი ჯიშების მრავალფეროვნებით; როცა დავიწყე რუსთავში ჩემს სამეზობლოში სეირნობა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მანქანით მოძრაობა, შევამჩნიე, რომ ეს ძაღლები ყველგან იყვნენ. მე დავინახე, რომ ეს ძაღლები ადამიანებს არააგრესიულად მიჰყვებოდნენ  და საკვებს მათხოვრობდნენ, ამიტომ, ბუნებრივია, დავიწყე 10 კგ-იანი მშრალი ძაღლის საკვების და  ასევე სხვა სახის საკვების ყიდვა. იქამდე მივედი, რომ თუ დავინახავდი ძაღლს უჩანდა ნეკნები და სასოწარკვეთილი ეძებდა საკვებს, ყოველთვის ვჩერდებოდი და ვაჭმევდი მას. გაოგნებული ვიყავი, თუ როგორი მშიერი იყო ზოგიერთი ძაღლი და რა სწრაფად ჭამდა საჭმელს, რომელსაც მე მათთვის მიწაზე ვდებდი. რამდენიმე თვიანი ძაღლების საკვებზე ფულის ხარჯვის და კანის დაავადების ან მსგავსი დაავადებების მკყრნალობის შემდეგ, ჩვენ ბუნებრივია, ამ ძაღლების მოვლა და კვება გავაგრძელეთ. იონგი 2021 წლის აპრილში ჩამოვიდა, მანამდე მე უკვე გავუგზავნე მას იმ ძაღლების მრავალი ფოტო და ვიდეო, რომლებსაც შევხვდი, ვაჭმევდი და დავუმეგობრდი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მან ძაღლების კვება დაიწყო. როდესაც იონგი დასახლდა და შეხვდა ჩემს ბევრ უსახლკარო ძაღლს, იმ დროისათვის დაახლოებით 10-15 იყო, ჩვენ დავიწყეთ ფიქრი ორგანიზაციის ან თავშესაფრის შექმნის შესახებ. ძაღლის საკვებზე უკვე დაახლოებით 500 ლარს ვხარჯავდით, მაგრამ არ გვაინტერესებდა, ჩვენ უბრალოდ გვიყვარდა ეს ძაღლები და გვინდოდა მათი დახმარება. როცა ერთად ვმოგზაურობდით და ძაღლებს ვაჭმევდით, ვხვდებოდით ადამიანებს, რომლებიც ძაღლებს ასევე აჭმევენ და უვლიან. ჩვენ ამ მთელი დროის განმავლობაში  სხვადასხვა ძაღლების ისტორიებს  ჩვენს ქალიშვილ სარას ვუყვებოდით, ექიმს კალიფორნიიდან, და, რა თქმა უნდა, მან დაიწყო სხვადასხვა იდეის მოფიქრება და საკუთარი ფულის გამოგზავნა, რომ დაგვხმარებოდა. ჩვენ ახლა რუსთავიდან ისთ-ფოინთამდე მცხოვრებ 110 ძაღლის მედიკამენტებზე, საკვებზე, ბენზინზე თვეში დაახლოებით 1300 დოლარს ვხარჯავთ. ჩვენ ეს მოგვწონს, მაგრამ ჩვენთვის რთულია, რადგან დღეში დაახლოებით 8 საათს ვხარჯავთ საჭმლის მომზადებასა და ძაღლების კვების პროცესზე. ჩვენი ერთ-ერთი იმედგაცრუება მდგომარეობს  იმაში, რომ ადამიანები ხედავენ, რომ ძაღლებს ვაჭმევთ, და ამიტომ  ტრასებზე მათი დაყრა დაიწყეს. რა თქმა უნდა, ეს უფრო დიდი ტვირთია, როგორც დროს, ასევე ფულის თვალსაზრისით.  ბევრი ადგილობრივი ქართველი ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ სამთავრობო უწყება და გვთხოვენ საკვებს მათი ძაღლებისთვის. ხანდახან მოჰყავთ უფრო მეტი ძაღლი და ელიან, რომ მათ კვებას დავიწყებთ.

მოგვიყევი რუსთავში თქვენს სახლში მცხოვრები ძაღლებიშესახებ.

– ჩემი მეუღლე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა ერთ-ერთ ჩვენს ძაღლთან ერთად – ჯამბოსთან ჰავაიდან, ეს რატ ტერიერის ჩიხუახუას ნაზავია, რომელიც ჩვენ იქ ცხოვრების დროს მივიკედლეთ. ჩვენ იქ დავტოვეთ მეორე ძაღლი კონა, ჩიხუახუას და მინიატურული პინჩერის ნაზავი, რადგან ის სამოგზაუროდ იმ დროს ძალიან მოხუცი იყო – 16 წლის. ის ჯერ კიდევ ცოცხალია და დედაჩემთან ერთად კალოფორნიაში არის. 2022 წლის აგვისტოში, როცა მე და იონგი სახლში მივდიოდით ლილოს ბაზრის რაიონიდან რუსთავის გზატკეცილზე ჩემმა მეუღლემ პატარა ძაღლი შენიშნა. შემოვბრუნდით და ვაჭამეთ; ჩვენ მაშინ მივხვდით, რომ მისი კანი და საერთო მდგომარეობა იმდენად ცუდი იყო, რომ გადავწყვიტეთ სახლში წაგვეყვანა, გვემკურნალა და გვეზრუნა. ერთი თვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დავიტოვოთ და ჩვენთან ერთად შეერთებულ შტატებში წაგვეყვანა. ჩვენ მას მაქსი დავარქვით და ამ ბიჭს უბედურების სერია შეექმნა; რამდენიმე თვის წინ მას რუსთავში პიტბული დაესხა თავს და სახიდან ზედა ყბის 50% ამოგლიჯა; ეს შემზარავი მოვლენა იყო. უმეტესობა მას დააძინებდა, მაგრამ გადავწყვიტეთ მისი გადარჩენა და თბილისში, ქირურგ გიორგი ჩიკვატიასთან წავიყვანეთ; მაქსი ახლა ცოცხალია, კარგადაა და ბედნიერია, მაგრამ უკვე 2 ოპერაცია გაუკეთდა. ჩემს დაბადების დღეს, მარტში, მაქსი გამექცა და სხვა ძაღლს დაედევნა; მანქანა დაეჯახა, წამოხტა და ტყვიასავით აფრინდა და მას მეორე მანქანა დაეჯახა. ამას გადაურჩა და ისევ რაკეტასავით გავარდა. იმ საღამოს მეგონა, მოკვდებოდა.

იმავე დღის ღამის 2 საათამდე ვეძებდით და ვერსად ვიპოვეთ, ბევრი ვილოცეთ და ამბავი ბევრ ქართველ მეგობრებში გავავრცელეთ, რომ დაგვხმარებოდნენ. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ყველგან ვეძებდით ძველ რუსთავში და სოფლად. საბოლოოდ მაქსი ვიპოვეთ, ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა მეგობარმა გიგამ იპოვა ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ის და ჩემი მეუღლე დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ შესაძლებელია იქ ყოფილიყო. მხარდაჭერის გამოხატულობა წარმოუდგენელი იყო ჩვენს რუსთავის საზოგადოებაში, ქართველებში, რომლებიც ავრცელებდნენ ამბებს და გვეხმარებოდნენ.

გვყავს მესამე ძაღლიც, რომელსაც რუსთავის გზატკეცილზე მანქანა დაეჯახა; ცივი ამინდი იყო, წვიმა და თოვლი. გადავწყვიტეთ, სახლში წაგვეყვანა ეს მშვენიერი ძაღლი და გვენახა, გამოჯანმრთელდება თუ არა. სიმკაცრის გამო სპარტაკი დავარქვით. ამერიკიდან მივიღეთ ძაღლის ეტლი. ჩვენ ძალიან აღფრთოვანებული ვართ. მას უყვარს დღეში ორჯერ პარკში სიარული და უკანა ფეხებს მოათრევს; ეს დღის მისი საყვარელი ნაწილია.

როდის გაგიჩნდათ საქართველოში ძაღლების თავშესაფრის გახსნის იდეა? რა ტიპის თავშესაფარი იქნება და ქვეყნის რომელ ნაწილში განთავსდება?

– თავშესაფრის გახსნის იდეა  დაახლოებით 2021 წლის ივნისში გაჩნდა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამაზე და იდეა ბევრ მეგობარს მივაწოდეთ. ზოგიერთ იდეაზე მივიღეთ ბევრი განსხვავებული გამოხმაურება. ამჟამად ეს არაკომერციული ორგანიზაციაა, კალიფორნიაშია დაარსებული, გვაქვს ვებ-გვერდი (www.peaceforpawsrescue.org ) და ინფორმაცია ამერიკელებსა და ქართველებში ვრცელდება. თუმცა, ჩვენ ჯერ არ შევქმენით ინფრასტრუქტურა და საქართველოში ობიექტზე არავინ დაგვისაქმებია. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ძაღლების კვება, და ასევე ნებისმიერი ახალი მიტოვებული ძაღლის. ჩვენ ვიწყებთ გარკვეული შემოწირულობების მიღებას ამერიკაში მცხოვრები ადამიანებისგან, მაგრამ არც ისე საკმარის იმისათვის, რომ დავიწყოთ ობიექტების მშენებლობა ან მიწის შესყიდვა. ჯერჯერობით, ამ ძაღლების შესანახად დახარჯული ფულის უმეტესი ნაწილი ჩვენი დანაზოგიდან მოდის. ვიმედოვნებთ, რომ ვიყიდით მიწას რუსთავსა და თბილისს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ რამდენიმე მოხალისეს და საბოლოოდ შევძლებთ ძაღლების მოყვარულები თავშესაფარში დავასაქმოთ.

– თქვენი აზრით, მზად არიან უცხოელები დაგეხმარონ ამ იდეის განხორციელებაში?

– ჩვენ უკვე ვხედავთ დიდ ინტერესს და ფაქტობრივ დონორებს ჩვენი არაკომერციული ორგანიზაციის მიმართ, ვებსაიტზე მზარდი ნახვებითა და პოზიტიური დისკუსიებით, რომელიც ჩემს ქალიშვილს კალიფორნიაში ჰქონდა. ქართველების მხრიდან დიდი ინტერესის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს საქართველოში მომავალი თავშესაფარი ძაღლებისთვის და დიდი საინფორმაციო კამპანია ცნობიერების ასამაღლებლად, როგორც ძაღლების, ასევე კატების გადასარჩენად. ამერიკელები ცხოველების უზარმაზარი მოყვარულები არიან და ჩვენი ძაღლების თავშესაფრები და პროგრამები დიდ მხარდაჭერას იღებენ შეერთებული შტატების თითქმის ყველა მოქალაქისგან. გარდა იმისა, რომ ჩვენ ასევე გვაქვს მკაცრი კანონები, რომლებიც იცავს ცხოველებს ძალადობისგან, ადამიანების უმეტესობა ისინი თავშესაფარში მიჰყავს, თუ მათ აღარ შეუძლიათ ძაღლის მოვლა, და ძაღლი ჩვეულებრივ შედარებით სწრაფად იშვილება.

ძაღლებს დაეხმარებით  ახალი სახლის პოვნაში სხვა ქვეყნებში?

– ძაღლების სხვა ქვეყანაში გაშვილების კონცეფცია უკვე ბევრ ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენ დავუკავშირდით ანალოგიერ პროგრამების ორგანიზატორებს სოჭში, თურქეთში, სამხრეთ კორეაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში; ვაგროვებთ რამდენიმე საინტერსო იდეას და ვიზიარებთ მათი წარმატებებს და გამოწვევებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს მივაღწიოთ ამ დონეს, რომ შეგვეძლოს მათი მიღება აშშ-ში მცხოვრებთათვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პატიოსანი და საუკეთესო პასუხი არის კულტურის განვითარება საქართველოში, სადაც ადამიანები, აიყვანენ უსახლკარო ძაღლებს და შეწყვეტენ გადაგდებას, როცა მათ აღარ მოისურვებენ. ეს პრაქტიკა ტვირთად აწევს მთელ საზოგადოებას და ასევე ძალიან მძიმეა ძაღლებისთვის, რომლებსაც ხშირად ეჯახებიან მანქანები ან სხვა ძაღლები კლავენ.

– როგორ აღიქვა თქვენმა ქალიშვილმა სხვა ქვეყანაში ძაღლებისთვის თავშესაფრის გახსნის იდეა?

– თავშესაფრები ამერიკელისთვის ბუნებრივი პასუხია, ჩვენ გვაქვს თავშესაფრები ყველა შტატში და ქალაქში, ამიტომ ჩვენი ბუნებრივი ტენდენციაა, ვიკითხოთ ან დავინტერესდეთ სად მდებარეობს თავშესაფრები? მაგრამ, საზღვარგარეთ მუშაობის 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ვიცი, რომ ქვეყნების უმეტესობას არ აქვს თავშესაფარი, ამიტომ მე, სარამ და იონგმა ვიცით, რომ ესაა ბუნებრივი გამოსავალი ყველა ამ ძაღლისთვის საქართველოში.

– როგორ მუშაობს ცხოველთა თავშესაფრები ამერიკაში?

– შეერთებულ შტატებში თავშესაფრების უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობებით ფინანსდება მთავრობის სახსრებით. მიუხედავად ამისა, თავშესაფრების უმეტესობა არამომგებიანია და დაფინანსების უმეტეს ნაწილს შემოწირულობებიდან იღებს, ხოლო მათი სამუშაო ძალის უმეტესობა შეადგენს მოხალისეებისა და თანამშრომლების ერთობლიობა, რომლებსაც შენატანებიდან  უხდიან. ყველა ობიექტი კარგად არის მოვლილი და უნაკლოა, ხოლო ძაღლებს ასეირნებენ და უშვებენ სათამაშოდ და ვარჯიშისთვის. ყველა ძაღლი სტერილიზებულია, გაკეთებყლი აქვს ყველა საჭირო ვაქცინა და ჩიპინგი. ამ მოთხოვნების გარდა, პოტენციურ მფლობელის, რომელსაც სურს ძაღლების აყვანა, ფონური შემოწმება ხდება.

– პირველად როდის ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას და რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

პირველად საქართველოში 2021 წლის იანვარში ჩამოვედი. მყისვე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ყველგან ქრისტიანული ჯვრებია და რადგან ქრისტიანი ვარ, ეს იმედის ნიშნად მიმაჩნია. თუმცა, როცა ქვეყანაში და ჩემს სამსახურში მოვეწყვე, შევესწარი ორ ნეგატიურ ამბავს: უსახლკარო ძაღლის არსებობა ყველგან და ნაგვის რაოდენობა მთელ ქალაქგარეთ ულამაზეს  ტერიტორიაზე. მაგრამ, მეორე მხრივ, დადებითი იყო ბევრი  ქართველის ნახვა, რომელსაც უყვარს ძაღლები, კვებავენ და მათზე ზრუნავენ, ძირითადად ქალაქის ფარგლებში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის ძაღლებს, სადაც მათ არავინ აჭმევს.

– როგორ აღიქვამენ ადამიანები თქვენს საქმიანობას და როგორ რეაგირებენ, როცა ხედავენ, რომ ქუჩაში ძაღლებს კვებავთ?

– ადამიანები ჩვეულებრივ ასიგნალებენ და  დადებით რეაქციას გამოხატავენ. ზოგიერთი პრეტენზიას გამოხატავდა, მაგრამ მათ, როგორც წესი, უბრალოდ ეშინიათ ძაღლების და არ სურთ მაწანწალა ძაღლები შვილებთან ერთად იყვნენ. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ძაღლები შეიძლება დისკომფორტს ქმნიდეს ყეფითა და საზოგადოებრივი ადგილების დაბინძურების გამო, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი ვავარჯიშოთ და გამოვასწოროთ. ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, როგორც უცხოელები, ასევე ქართველები, რათა საქართველო უკეთესი ადგილი გახდეს ჩვენი ბეწვიანი პატარა ქმნილებებისთვის. მე ნამდვილად მჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზეა, რათა საბოლოოდ გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი და შესანიშნავი მაგალითი უსახლკარო ცხოველებისთვის შესანიშნავი პროგრამების შემუშავებით. ქართველი ხალხი არ უნდა შეცდეს; 35 წლიანი კარიერის მანძილზე და 40-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობისას, ერთი და იგივე პრობლემების მომსწრე ვყოფილვარ: 2-3 ათწლეულის მანძილზე ეს ქვეყნები ჩვეულებრივ წყვეტენ პრობლემებს; ამას დრო, განათლება, ბევრი სიყვარული და მოხალისეები სჭირდება.

website:  www.peaceforpawsrescue.org

Instagram: https://www.instagram.com/peace.for.paws.rescue/

 Facebook: https://www.facebook.com/PeaceForPawsDogRescue

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close