ALL დაიჯესტიPOSTS დაიჯესტი

თბილისი -კულტურათა გზაჯვარედინზე !

1922–1936 წლებში თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) —ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი

      თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. ხოლო, ისტორიული წყაროებით კი, თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. . IV ათასწლეულში) ყოფილა დასახლებული. წყაროებში  იგი პირველად IV საუკუნის II ნახევარში იხსენიება. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელისპიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. V საუკუნეში ქალაქი ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, მეცნიერთა ნაწილის აზრით, ამიტომაცაა იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. თბილისის უძველესი მოსახლეობა გოგირდოვანი წყაროების უბანში გაჩნდა. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი, შემდგომ პერიოდში კი იგი თანდათან იზრდებოდა მტკვრის დინების აღმა.

    ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თბილისი შუა აღმოსავლეთის ერთერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ.ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის, ჩრდილო კავკასიის, თურქეთსა და ტრანსკავკასიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.

     VI საუკუნის ბოლოდან კი იგი საუკუნოვანი ბრძოლების, დარბევისა და დაპყრობის ობიექტი გახდა. უცხოელთა ბატონობისგან ქალაქი დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა 1122 წელს. სწორედ ამ დროს გახდა თბილისი სახელმწიფო დედაქალაქი. XIII საუკუნიდან თბილისისთვის კვლავ ბრძოლისა და აოხრებების პერიოდი იწყება. 1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფოსამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა.  1748 წელს ერეკლე II-  თბილისიდან გააძევა ყიზილბაშთა გარნიზონიამის შემდგომ კი ქალაქმა კვლავ მოიკრიბა ძალა. 1795 –წელს აღამახმადხანის შემოსევის შედეგად თბილისი თითქმის მთლიანად განადგურდა, თუმცა შემდგომ წლებში მოხერხდა მისი აღდგენა.მიუხედავად იმისა,რომ საქართველო სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს,  სოციოპოლიტიკურად და კულტურულად იგი და მისი დედაქალაქი,თბილისი, ევროპის  ნაწილია.

 ” მე მაშინ გავხდი ევროპელი როცა მივიღე რელიგიად ქრისტიანობა “-ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად  იშველიებენ როცა ქართველის და საქართველოს ევროპულობაზე საუბრობენ.

 თუმცა, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ქრისტიანობის შემოსვლამ განაპირობა. ამ ტენდენციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ძვ. . IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ, საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა, ძვ. . I საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ. ამ გზით ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაულ ცივილიზაციაში.

ხოლო ,IV საუკუნეში ქართლის მეფის მირიანის გადაწყვეტილება, ქვეყნის გაქრისტიანების შესახებ, ნიშნავდა საქართველოს მიბმას საქრისტიანოსთან ანუ ევროპასთან ქრისტიანობა კი მარტოოდენ რელიგიური აღმსარებლობა როდი იყო, იგი გახლდათ მთელი სისტემა კულტურული ფასეულობებისა.   და თუ ჩვენ საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით,  ესეც დიდწილად ქრისტიანობის დამსახურება იყო.

  ამავდროულად, აქ გადიოდა ორი დიდი ცივილიზაციის საზღვარი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხება ყველაზე თვალნათლივ კავკასიის რეგიონში ვლინდება.    ამ ორი ცივილიზაციის შეჯერების შედეგად რეგიონში ერთგვარი ინტერკულტურული გარემო ჩამოყალიბდა, სადაც დასავლურ ფასეულობებს ერწყმის  აღმოსავლური კულტურის ნიშნები.

  ეს რეალობა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ გათვითცნობიერებული და ამიტომაც არავის უკვირდა დავით IV აღმაშენებლის მეჩეთში სიარული, დემეტრე I-ისა და თამარის კარზე მუსლიმ სწავლულთა ყოფნა, ქართულ ფულზე არაბული წარწერები და სხვ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტს.  

   ცივილიზაციის თანამედროვე მკვლევარები (მაგ., სემუელ ჰანთინგტონი) ცალსახად აღნიშნავენ, რომ რელიგია იმაზე ბევრად მკვეთრად მიჯნავს ადამიანებს, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება და რომ რელიგიური ერთობა გაცილებით ადვილად აყალიბებს საერთო ცივილიზაციურ ნიშნებს, ვიდრე სხვა რომელიმე ფაქტორი. ამდენად, გაქრისტიანების შემდეგ საქართველო პოლიტიკურად,  გაემიჯნა ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსლიმანურ აღმოსავლეთს.ხოლო კულტურულად იგი რაღაცნაირი ხიდი მაინც რჩებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორისქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს.თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა.

ხოლო,იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა   და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.თბილისი კი ,რასაკვირველია  (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) —  ყოველთვის აქტიური პოლიტიკურიეკონომიკური მოვლენების ეპიცენტრის ადგილი გახლდათ, არამხოლოდ საქართველოში, არამედ შეიძლება, ითქვას კავკასიის რეგიონშიც კი, 1922–1936 წლებში იგი ერთდროულად  იყო  ამიერკავკასიის  სფსრ დედაქალაქი.

 ამ მოვლენას საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია უძღოდა წინ. ხოლო,1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს,თბილისში  წითელ არმიასთან  შეტაკებაში   30 იუნკერი დაიღუპა. რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და გასაბჭოების წინააღმდეგ.

მათთან ერთად დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდმარის, კოტე მაყაშვილის ქალიშვილი მარო მაყაშვილი. სიმბოლურია, რომ თბილისში კვლავ ამ ადგილას, 1989 წლის 9 აპრილს,რუსის ჯარი გაუსწორდა მშვიდობიან მოქალაქეებს და მოშიმშილეებს,(  საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა მათ შორის უმეტესი გახლდათ ქალბატონები).

      საქართველოს დამოუკიდებლობა კი 1991 წელს კვლავ აღდგენილ იქნაეს გააკეთა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ  და მისმა თავმჯდომარემ, ყოფილმა დისიდენტმა და მწერალმა,ზვიად გამსახურდიამსამხედრო გადატრიალების, (რომელშიც, როგორც საქართველოში ითვლება, კვლავ რუსეთის ხელი ერია)  მის შედეგად  დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების  და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ  ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. ხოლო ეს  ეკონომიკური კრიზისი კი  ნაწილობრივ დაძლეულ იქნათბილისი კი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქი,კლავაც აქტიურ კულტურულ ხიდად რჩება აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა  შორის

 მოამზადა რუსა გვაზავა 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close