ALL დაიჯესტი

“გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ფლირტი – ეს კრიმინალი არ არის”,-კეტრინ დენევი

ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა, კეტრინ დენევმა, კამპანია #MeToo და Time’s up  გააკრიტიკა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ტოტალიტარიზმს შეადარა.

მსახიობმა და მისმა მომხრეებმა წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ჰარვი ვაინშტაინსა და სხვა ბრალდებულებს ამართლებენ და ამბობენ, რომ ისინი ზედმეტადაც კი დაისაჯნენ.

“ისინი მცირე დროში სასტიკად დაისაჯნენ, იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ სამსახური, თუმცა, რასაც ისინი იქ აკეთებდნენ იყო მხოლოდ ის, რომ ეხებოდნენ ვიღაცის მუხლს, ცდილობდნენ მიეღწიათ კოცნისთვის ან განიხილავდნენ ინტიმურ თემებს სამუშაო შეხვედრის დროს.

გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ფლირტი – ეს კრიმინალი არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფლირტის თავისუფლებას, რადგან ის სექსუალური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. კამპანიები, რომელიც ქალებმა წამოიწყეს ნელ-ნელა პურიტანიზმს ემსგავსება”, – ნათქვამია დენევისა და სხვა ასი ქალის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დენევი ერთადერთი პოპულარული ფრანგი მსახიობია, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ კაცებს მხარი დაუჭირა.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close