News დაიჯესტი

ბრიტანელი მეცნიერების კვლევა: ანტიდეპრესანტები მართლაც ეფექტურია

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა ანტიდეპრესანტების ეფექტურობის დასადგენად. მასშტაბურმა გამოკვლევამ სადაც 116 477 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ანტიდეპრესანტები მართლაც დადებით შედეგს იძლევა მწვავე დეპრესიის წინააღმდეგ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2016 წელს ინგლისში ანტიდეპრესანტისთვის 64, 7 მილიონი რეცეპტი იყო გამოწერილი, რაც ორჯერ აღემატება 2006 წლის მაჩვენებელს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორის ანდრეა ჩიპრიანის თქმით, „დამტკიცდა, რომ ანტიდეპრესანტები, რომლებიც ყველაზე ხშირად ინიშნება, ეხმარება როგორც მწვავე ასევე ზომიერ დეპრესიას. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი ამბავია როგორც პაციენტებისთვის ასევე ექიმებისთვისაც“.

კომედიური ჟანრის მსახიობის ქრისტიან ტალბოტის თქმით, მან დაიწყო ანტიდეპრესანტის მოხმარება მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ საუბარი ფსიქოთერაპევტთან არ ეხმარებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ასეთი აბების მიღება აღიქმება, როგორც ერთგვარი სამარცხვინო ქმედება:

„მე არ ვიცი ხალხს რისი ეშინია ან რისი რცხვენია, რადგან ეს ჩვეულებრივი მედიკამენტია, რომლებიც განსხვავდება სხვებისგან მხოლოდ დანიშნულებით. იმით, რომ ისინი ფსიქიურ დაავადებას ეხმარებიან და არა ფიზიკურს“, – აღნიშნავს მსახიობი.

ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯის პროფესორის კარმინ პარიენტეს თქმით, „ანტიდეპრესანტებზე ჩატარებული მეტა-ანალიზი ეწინააღმდეგება ამ მედიკამენტების მიმართ აქამდე არსებულ არასათანადო დამოკიდებულებას. ეს წამლები ეფექტურად მუშაობენ და ეხმარებიან პაციენტებს დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქიური დაავადების ეპიდემიოლოგიის პროფესორ გლინ ლუისი ჩატარებულ კვლევას ანტიდეპრესანტების ეფექტურობის დამადატურებელ მტკიცებულებას უწოდებს. მისი თქმით, მეცნიერების მიერ შესრულებულმა სამუშაომ აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრეპარატიები დეეპრესიის მკურნალობაში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close