ვინ არის ადვოკატი პაატა შავაძე, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნის საუკეთესო ადვოკატებს შორის სახელდება და წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონას“ ყურადღებასაც ყოველწლიურად იქცევს? – ჯეო დაიჯესტი
POSTS დაიჯესტი

ვინ არის ადვოკატი პაატა შავაძე, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნის საუკეთესო ადვოკატებს შორის სახელდება და წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონას“ ყურადღებასაც ყოველწლიურად იქცევს?

 საქვეყნოდ ცნობილი ადვოკატი პაატა შავაძე, პროფესორ თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, რომლის სამართალწარმოებაში არაერთი რთული და გახმაურებული საქმე ყოფილა, გამოჩენილი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის – ალექსანდრე შავაძის ღირსეული შვილია, რომლის სახელს და გავლენას პაატა შავაძე დღესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს. სპს „პაატა შავაძე და პარტნიორების“ იურიდიული კომპანიის გენერალური დირექტორი, ბათუმის იურიდიული აკადემიის გენერალური დირექტორი, საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე და ქვეყნის გენერალური ანტიკორუფციონერი, აჭარის იურიდიული განათლების ფონდის დირექტორი, დღემდე უამრავი საწარმოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, 2015, 2016, 2017,2018, 2019, 2020 წლებში ზედიზედ სახელდება ქვეყნის საუკეთესო ადვოკატთა შორის.
შავაძეს საკუთარი საავტორო გადაცემა „ზღვარიც“ აქვს, სადაც ყოველკვირეულად აშუქებს ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ პრობლემებს. არჩეული იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარედ. ამჟამად კი, ასოციაციის სისხლის სამართლის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. შავაძე საქართველოში სამი იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორია, სამივე სეგმენტი წარმატებულად იღწვის ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე. მათგან იურიდიული კომპანია სპს „პაატა შავაძე და პარტნიორები“ 2017 წელს ეროვნულმა ბიზნესსარეიტინგო საბჭომ – NBR-მ, მართვის ეფექტიანობისა და დაქირავებულთა რაოდენობის გამო, რეგიონში ვერცხლის, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – ოქროს რეიტინგებში დაასახელა, რისთვისაც კომპანიის ხელმძღვანელი პაატა შავაძე საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოებაზე უკრაინის ქალაქ ლვოვშიც კი იყო მიწვეული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ თუ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე არაერთხელ დასახელებული პაატა შავაძე თვლის, რომ წარმატება თან სდევთ მათ, ვინც ოსტატურად მართავს თავის რეპუტაციას.
მაშ ასე, უფრო ახლოს გავიცნოთ ადვოკატი, რომელიც ზედიზედ, ქვეყნის წარმატებულ 50 ადამიანს შორის წელს უკვე მესამედ სახელდება და წლეულს იგი „ბრენდ პერსონაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოა ქვეყნის მასშტაბით, როგორც იურისტი, როგორც ადვოკატი, როგორც მეცნიერი, და როგორც იურისტთა თაობების აღმზრდელი,წარმატებული, უშიშარი და უძლიერესი უფლებადამცველი. შავაძე ბორდმა, 2021 წლისათვის ,“ ბრენდ პერსონად“, ქვეყანაში იურიდიული მეცნიერების განვითარებასა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგინეს.
ექიმების ოჯახში დავიბადე. მშობლები სწავლობდნენ და ორი კვირის ვიყავი, როდესაც დედაჩემის მშობლებთან დამტოვეს და 6 წლამდე ბებია-ბაბუსათან და ბიძასთან ვიზრდებოდი. ჩემს მეხსიერებაში ეს წლები ბავშვობის ყველაზე თბილ და უდარდელ პერიოდად დარჩა, ხოლო სულმნათი ბებო, ბაბუ და ბიძა ჩემთვის დაუვიწყარნი. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ბავშვობა აღარ მქონია, სულ სწავლას და ათას სხვა აქტივობას ვიყავი შეჭიდებული, რასაც მთელი დრო მიჰქონდა. დავამთავრე ბათუმის 22-ე (ამჟამად მე-8 საჯარო) სკოლა, სწავლების მაღალი დონით გამოირჩეოდა და შესაშური პირობები გვქონდა, რომ საუკეთესო მოსწავლეები ვყოფილიყავით. მაშინ სხვა დრო იყო, სწავლა რომ მოდაში გახლდათ და ყველა და ყველაფერი ამ ფასეულობას იყო მიძღვნილი. მეც იმ თაობის ვარ, საღამოს მამა დღიურს რომ შემიმოწმებდა და ჩემი სწავლა-განათლება მისთვის პრიორიტეტული იყო.
– ექიმების ოჯახში გაზრდილი, იურიდიულ ფაკულტეტზე როგორ მოხვდით?
– მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ სამართალმცოდნეობა ბავშვობიდანვე ჩემი მოწოდება იყო, რაც ვფიქრობ, ბიძაჩემის –ცნობილი ქართველი იურისტის– რომან შენგელიას შემხედვარეს ჩამომიყალიბდა. ბიძა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თუ ამ პროფესიას ავირჩევდი, ძალიან დიდი შრომა დამჭირდებოდა წარმატებისთვის და ყოველთვის მომიწოდებდა, კარგად მესწავლა. ეს პროფესია მან შემაყვარა,ხოლო შემდეგ ქართული იურიდიული მეცნიერების სიდიადეს კიდევ უფრო მაზიარეს ჩემმა აღმზრდელებმა, აწ განსვენებულებმა ვალერი ლორიამ და გივი ინწკირველმა.
ჩემი ცხოვრებაა თვითონ ხმაურით და აჟიოტაჟით აღსავსე..ძალიან რთული და მძიმეა ჯვარი, რომლის ტარებაც მე უფლისაგან მერგუნა. განა ადვილია? ყოველდღიურად, გვიან ღამემდე სხვების გულისტკივილს უგდო ყური და თვალებში შეხედო უფლებაშელახულ ადამიანებს ? მათი თვალებიდან სევდა შეიგრძნო და გაითავისო? ჩემს თავს შთავაგონე, რომ უბრალოდ, ამისთვის გავჩნდი მე და ესაა ჩემი მისია, სამართლიანობის აღდგენა–დამკვიდრებაში ჩემი წილი აგური დავდო და ხალხის მსახურებაში განვვლო ეს საწუთრო. მიყვარს ფანატიკურად ჩემი საქმე, ამიტომაა, რომ დაღლას ვერასდროს ვერ ვგრძნობ, ესეც უფლისაგანაა.. ჩემი ხმაურიანი განცხადებები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, განსაკუთრებით ვბრაზობ, როდესაც უსამართლობას წავაწყდები სადმე, იქა უკვე მე, მე აღარ ვარ, სიცოცხლე შემიძლია დავთმო უფლებაშელახული ადამიანისათვის. ამიტომაა ოფიციოზისათვის მუდამ , ყველა ხელისუფლებაში მიუღებელი ვარ..ჩემი არჩევანი ადამიანია, ადამიანის უფლებებისათვის თავგანწირული ბრძოლააა, ეს გზა ეკლიანია და რთული, თუმცა ვიცი, რომ ამ გზიდან ვერასდროს გადავუხვევ, უფლის ნებაა ასეთი, ეს ნება უნდა აღვასრულო.. სასამართლოს სჭირდება გაკეთილშობილება, ბევრი რამ კეთდება, შედარებაც არ არის იმასთან, რაც გვქონდა გუშინ და რაც გვაქვს დღეს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია, რეფორმები უნდა გავაგრძელოთ და სასამართლო უნდა გავათავისუფლოთ საბოლოოდ ყოველგვარი ზედმეტი ზეგავლენებისაგან. თუ კარგად მოვინდომებთ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. გაიძახიან ხშირად , სასამართლო არ გვაქვსო, როგორ შეიძლება ასე ფარ–ხმალის დაყრა და უიმედობის დამკვიდრება? ძალიან ბევრი კარგი მოსამართლე გვყავს, მათ შოროს რჩეულებიც–მითქვამს და განვმეორდები: მაკა გორგოძის, დავით მამისეიშვილის, თამარ ბეჟანიშვილის, გერონტი კახეთელიძის, დავით გელაშვილის, გელა ბადრიაშვილის, ნანა კალანდაძის, ლევან მიქაბერიძის , გერმანე დადეშქელიანის, ლია ორკოდაშვილის, ლევან დარბაიძის, თემურ გოგოხიას, გურამ გოცირიძისა და ნატა აკობიას საქართველოში, როგორ შეიძლება ენა მოგვიბრუნდეს ვინმეს და ვთქვათ, რომ სასამართლო არ არსებობსო? ესენი მხოლოდ სამართალს და კანონს ემონებიან მეგობრებო.. ამათთვის სიმართლეა მთელი მათი შეგნებული ცხოვრების აზრი და არსი.. მერწმუნეთ, ვიცი მე ეს ყველაფერი და თან ძალიან მაგრადაც,-
სასამრთლო არ გვაქვსო რომ ჩაგვძახიან ზოგიერთები, როცა მართლა არ გვქონდა სასამართლო მაშინ რატომ არ იღებდნენ ხმას! დღეს, მე ერთ ადვოკატს, მომეცა შესაძლებლობა -კვირა არ გავა, ნაკლებად მძიმე, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებლები არ დავაყენო! სასწაულებს ვახდენთ ხოლმე ის კი არა და… ყაჩაღობებზე, მკვლელობებზე, გაუპატიურებების საქმეებზე.. ბრწყინვალე შედეგებს ვდებთ.. რამდენს ვაჩუქე თავისუფლება და რამდენი ადამიანის გული გავახარე.. ! კარგით რა.. შედარებაც არ შეიძლება ხალხნო.. დღეს მე, როგორც არასდროს ისე მიყვარს სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობა, სულ ვკირკიტებ, სულ სიახლის ძიებაში ვარ, სისხლის სამართლის საქმის ერთ ფურცელსაც არ ვტოვებ დეტალური ანალიზის გარეშე.. მუშაობა უნდა იცოდე ადვოკატმა და შენი საქმე უნდა გესმოდეს პროფესიონალურ დონეზე, არ უნდა შეგეზაროს შრომა და შედეგიც გექნება! დღე და ღამ ვშრომობ მე! როგორ გეკადრებათ კაცო! ელემენტარულებზე ვერ ბედავდა მოსამართლე არათუ გამამართლებლის გამოტანას, სასჯელის შემსუბუქებასაც კი… შიშით ღამეები არ ეძინათ… კარგით რა… გვყვანან მონებიც, საშინლად ბნელი აზროვნების მოსამართლენი, გეთანხმებით, ვერ მოიშალეს წარსულის გადმონაშთი მავნე ჩვევები , სულ მაგათ მხილებაში ვარ, ფაქტებიც დევს არაერთი, მაგრამ სასამართლო არ გვაქვსო, ასეთი შეფასება ნამეტნავად გადაჭარბებულია!! მოსამართლე თუ მშიშარაა , ის ვერასდროს იქნება სამართლიანი და ობიექტური, კანონისა და სამართლის გარდა, მისი ყურადღება არავისკენ და არაფრისაკენ არ უნდა იყოს მიმართული..სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრად ბევრი გვყავს სასამართლო ხელისუფლების რეალობაში ასეთები, მანტიებს ამოფარებული ფლიდი არსებებები, რომლებმაც ვერ მოიშალეს „მონობის უღელ ქვეშ“ ყოფნა…ეს უკვე მარაზმია..როდესაც ასეთ მოსამართლეებთან გვიწევს ურთიერთობა ადვოკატებს, რა თქმა უნდა ჩვენთვისაც დისკომფორტია ეს..აუტანელია..! ზოგს მიაჩნია რომ მანტია რომ მოისხა, ჩემზე ან ბევრ სხვაზე მეტს ფლობს ცოდნას…მე კი სულ ვამბობ..ჭკუა მანტიაში კი არა, ცოდნაშია… მე იურისტი ვარ მოწოდებით, მთელი ჩემი ჩემი შეგნებით და ბავშვობის ოცნება იყო იურისტი გავხმდარვიყავი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვარ, ველოდები ჩემთან გასაუბრების პროცესს, დარწმუნებული ვარ ამჯერად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩემს კანდიდატურას საქართველოს პარლამენტს გადასცემს დასამტკიცებლად. მიმაჩნია, რომ ჩემი სუფთა წარსული, ჩემი გამოცდილება, ჩემი ცოდნა და პროფესიონალიზმი მაძლევს ამ უდიდეს სიმაღლეზე დგომის უფლებას. უზენაესი სასამართლოს, როგორც დოქტრინალური ინსტანციის მოსამართლეობა ეს არის უდიდესი პატივი და ეს ჩემი , როგორც იურისტის კარიერის შემაჯამებელი აკორდიც იქნება. არ მინდა აუხდენელ ოცნებად დამრჩეს ეს და უფალს ვთხოვ, გამხადოს ღირსი და დამაყენოს იმ პიედესტალზე. ისევ ხალხისათვის, სამართლიანობისათვის, თორემ ფინანსურად, მერწმუნეთ, ჩემთვის ეს უფრო წამგებიანია. ადვოკატი მოწოდებით უნდა იყო, უნდა შეუსისხლხორცდე ამ საპატიო მისიას და პროფესიას. შეიძლება როგორც იურისტი კარგი იყო, მაგრამ ადვოკატად ვერ ივარგო, ადვოკატობა ხელოვნებაა, ექიმს ვადრი, დასტაქარს. პროცესზე როცა შევდივარ, წარმოვიდგენ რომ მძიმე ოპერაციაზე ვარ და ადამიანის ბედი მაბარია. არ მინდა დამძიმდეს მისი მდგომარეობა და ამიტომ დაძაბულია ჩემი ყოველი წუთი. გამამართლებელი განაჩენი როცა დგება, გეფიცებით, გამართლებულზე მეტად თუ არა, მასზე ნაკლებად თუ მიხაროდეს, ეს მაცოცხლებს და ეს მმატებს ხვალინდელი დღის იმედს, რწმენასა და ძალას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული გავახარო და მეტ დაჩაგრულს დავუბრუნო რწმენა, მივანიჭო თავისუფლება.
საქმის მოგება? გამართლებელი განაჩენი ჩემი სტიქიაა…ოო, ამის ენით გადმოცემას ალბათ ვერასდროს შევძლებ… პირადად, რამდენჯერ მინატრია, თუნდ მოვკვდე იმ წუთს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ და ყურში ჩამესმოდეს მოსამართლის ომახიანი ხმა-„ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს“…ამ სიტყვების გაგონება ალბათ, ყველა ნამდვილი ადვოკატისათვის სანუკვარია. ცაში ვფრენ, იმ დღეს ყველაზე მეტად მიხარია სიცოცხლე და ცხოვრება..თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა განცდაა, ამის შინაგანი განცდის უნარებს გამომუშავება სჭირდება და ამას , მხოლოდ ასობით თავზე დათენებული ღამე მოგცემს. ბედნიერებაა, როცა ტიტანური შრომა გიფასდება, ამაყი ხარ, როცა კიდევ ერთ ადამიანს აჩუქე თავისუფლება და მიეცი ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი, აღუდგინე დარღვეული უფლებები და თავისუფლებები.. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როდესაც მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გიცხადებს დარბაზში და შემდეგ ჩემს ქება-დიდებაზე გადადის, როცა დარბაზში საჯაროდ აცხადებს, რომ ეს შედეგი ადვოკატის ტიტანურმა შრომამ მოიტანაო..მეორედ ვიბადები..ასეთი შემთხვევები ხშირი მაქვს.. ჩემი წარმატების ფორმულა ჩემს შრომისმოყვარეობაშია, ჩემთვის დღე და ღამე ერთია, არ მაქვს არასდროს დასვენების თუნდაც ერთი დღე, შვებულებაზე ზედმეტია საუბარი, ჩემს წარმოებაში ყველაზე რთული საქმეები იყრის თავს და მათთან გამკლავება ადვილი როდია? დიდი და პატარა საქმე ჩემთვის არ არსებობს, ყველა მათგანს შვილივით შევისისხლხორცებ და გამარჯვების რწმენით ვეფერები. დაზარალებულს იცავ თუ ბრალდებულს, ადვოკატი ყველგან და ყოელთვის შენს მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგე და თავგანწირულად იღწვოდე შენი დაცვის ქვეშ მყოფების კანონიერი ინტერესებისათვის. არ უნდა გეშინოდეს არავისი და არაფრის უფლისა და კანონის გარდა, აი, მაშინ ხარ ძლიერი და მაშინ მიიღებ შედეგს, ამას პლუს, მნიშვნელოვანია განათლება. ყოველ წამს იცვლება კანონმდებლობა და უნდა შეფეძლოს ლავირება, მუდამ და მუდამ უნდა იყო სიახლის ძიებაში, წიგნებითაა სავსე ჩემი კაბინეტიც და ბინაც, წიგნი ჩემი ცხოვრების ნაწილია, ასე მზრდიდნენ ჩემი მშობლები და ცოტას როდი მივაღწიე? ჩემი დევიზია ცხოვრებაში–სიკეთე, სიკეთე, სიკეთე ყველას! მიყვარს მოსმენა, რაც არ ვიცი, სხვას ვეკითხები ხოლმე, შეკითხვის არასოდეს მრცხვენია, ვერ ვიტან ტყუილს, თუნდაც ჩემს სასარგებლოდ იყოს ნათქვამი. მიყვარს, როცა საქმეს მიქებენ-მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები! სიმშვიდე ოჯახში და საქმეში, საშუალებას მაძლევს, ნაყოფიერად ვიმუშავო. სხვისი წარმატება არ მშურს, პირიქით, ძალიან მახარებს. ბოლო წლებში განსაკუთრებით ბევრს ვმუშაობ. ვოცნებობ ჩემი თვალით ვნახო და მოვესწრო , როგორ საქართველოში გააგრძელებენ ცხოვრებას ჩემი შვილები და შვილიშვილები! შრომისმოყვარეობა, მრავალმხრივი განვითარების დაუოკებელი სურვილი, მუდმივად ახლის ძიება, ახალგაზრდა სამეცნიერო და პრაქტიკოსი იურისტი კადრების აღზრდა, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა, სიკეთის თესვა და კაცთმოყვარეობა, სამართლიანობისათვის სწორუპოვარი, უკომპრომისო ბრძოლა და ამ ბრძოლაში მოპოვებული წარმატების სასიხარულო განცდა, მინდობილი საქმის შესრულებისათვის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ეს ჩემი ცხოვრების წესი და ჩემი პიროვნული სტილია….., აი, ამ ფორმულით ვაღწევ ყველა წარმატებას.
ოჯახი? ოჯახი ჩემი სიმშვიდეა, მყავს მეუღლე და ქალ–ვაჟი, ბიჭი ნიკუშა არ გაყვა ჩემს პროფესიას, თუმცა მიხარია რომ უნიჭიერესი ბიჭია, მშრომელია ჩემსავით, ერთ წამსაც ვერავინ ნახავს უსაქმოდ. სამუშაოც თავისით იპოვა და იმის მიუხედავად, რომ შემიძლია არაფერი მივაკლო, მაინც საკუთარი შრომით მოპოვებული ახარებს. წელს მაგისტრატურის კარს შეაღებს. წარმატებით დაასრულა ბაკალავრიატი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, ტასუნა ჯერ პატარაა, 6 წლის გახდება მალე და ვერ წარმოიდგენთ როგორი ნიჭიერი და სხარტი აზროვნებისაა, მას მგონი ექიმობა სურს, ერთი სიტყვით, არცერთ შვილს არ გაუჩნდა სურვილი ჩემს კვალს რომ გაჰყვეს..ბედნიერ ვარ ჩემი შვილებით, ჩემი ოჯახით, შესანიშნავი მეუღლე მყავს, ნათია იურისტია, იუსტიციის სამინისტროში მუშაობს, დედა პედიატრი მყავს, დამსახურებული ექიმი–ნანი ჭანჭალეიშვილი, რომელიც დღესაც ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზეა. ვამაყობ რომ ალექსანდრე შავაძის დიდი ოჯახის შვილი ვარ… რას ნიშნავს თქვენთვის პოპულარობა? პოპულარობა ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მეტი სიკეთის კეთებისათვის ღვთიური ძალა და შემართებაა და რაც მთავარია, იცით? რამხელა ტვირთია? უუუფ…ხანდახან ტარებაც მიჭირს, გზადაგზა თუ არ დავისვენე..მიმძიმს ამოდენა პასუხიმგებლობა…აგერ, თქვენ მეუბნებით, რომ ბრენდი ხარო, არ ვიცი რა ვარ, ერთი რამ კი ზუსტად ვიცი, ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის შვილი ვარ, ხალხის კალთაში გამოზრდილი და ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის სიგიჟემდე მოყვარული ვარ. მე პროფესიონალი მქვია დღეს, თუმცა მუდამ ვფიქრობ და მაქვს იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ ვიცი და გამუდმებულად ვსწავლობ, სულ , დღე და ღამ ვმუშაობ საკუთარ თავზე რომ უფრო მეტად განვვითარდე, ამ შეგრძნებას თუ დაკარგავ, ვერასდროს წინ ვერ წახვალ. ზოგმა ადვოკატის პროფესია ერთი „სტაქანი ლუდის“ დალევის ფასად გაიხადა და მათთვის სულ ერთია რას და როგორ შეასრულებენ. მოიგებენ თუ წააგებენ საქმეს, მათთვის ერთი ფასი აქვს.. ასეთებს შარლატანებს ვეძახით და მათ ვეტყოდი, რომ უბრალოდ, გვარცხვენენ და სახელს გვიფუჭებენ კორპუსს.. აღიარება და პოპულარობა რა თქმა უნდა მსიამოვნებს, მაგრამ ეს არის თავის მხრივ უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც მისით კი არა ჩემი მუხლჩაუხრელი, სადღეღამისო შრომის შედეგად მოვიდა. ხალხმაც შემიყვარა, ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ეს არის. 21 აგვისტოს , 50 წლის ვხდები, ვერ ვიტყვი, რომ პატარა ასაკია…როგორ ვიცხოვრე? მგონი ამაზე პასუხი საზოგადოებამ უფრო სწორად უნდა გასცეს, თუმცა ჩემზე კარგად ვინ იცის ეს? ექიმების ოჯახში დავიბადე და აღვიზარდე, ჩემი მშობლები პატარაობიდანვე მაჩვევდნენ შრომას, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევებს..მატერიალურად დუხჭირი ცხოვრება გვქონდა თქო, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ, არასოდეს, ზედმეტი არაფერი მქონია…მეც და ჩემი ძმაც, კახაც, ისე აღვიზარდეთ, სკოლა ისე დავამთავრეთ, 1 მანეთზე მეტი, სკოლის მოსწავლეებს ჯიბეში არასოდეს გვედო, ისიც მაშინ, როცა 1 მაისი ან 7 ნოემბერი იყო, ვისაც ახსოვს ეს წლები, დამეთანხმება, სწორედ ამ დღეს ჩაგვიდებდა მამა ძმებს თითო მანეთს ჯიბეებში და უნდა გვეკმარა, ფენოვანი ხაჭაპურიც უნდა მიგვერთვა, ნაყინიც და ლაღიძის წყლებიც, ბულვარში გასართობადაც დაგვრჩებოდა თანხა… ასე ვიზრდებოდით ორივენი…
მამა მკაცრი მაგრამ სამართლიანი კაცი იყო, მის წინაშე შვილები ისე ვგრძნობდით თავს , როგორც ჯარისკაცები მხედართმთავრის მიმართ..დაბნელდებოდა თუ არა შინ უნდა ვყოფილიყავით, მშობლები ყოველთვის ინტერესდებოდნენ, თუ ვისთან ვმეგობრობდით, სად დავდიოდით, როგორი ცხოვრებით ვცხოვრობდით, როგორ ვსწავლობდით…ისინი ხშირად სტუმრობდნენ სკოლას. სწორედ აღზრდის ასეთი მეთოდების კვალობაზე გამოვიწვრთენით, მივეჩვიეთ წესრიგსა და დისციპლინას, კულტურული ცხოვრების წესს, ზრდილობას, უფროსების დაფასებას და რაც მთავარია წესიერ ადამიანურ ცხოვრებას. ჩემი ძმა კახა, ნაადრევად გამომეცალა ხელიდან, ვერაგმა დაავადებამ იმსხერპლა. კახა საოცრად დიდბუნოვანი, ალალ-მართალი ბიჭი იყო, ალბათ ვერ ვნახავთ ერთ ადამიანსაც ვერსად, რომელიც მასზედ განაწყენებული იყოს….მშვიდობიანი ცხოვრების წესით ცხოვრებას ვიყავით მიჩვეულები და ასე იცხოვრა მანაც… სტუდენტობის წლები პრაქტიკულად არ შემრგებია, სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე სასწარაფო სამედიცინო ბრიგადის სანიტრად და ღამის სმენაში მიწევდა მუშაობდა, პარალელურად ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ვმუშაობდი..სანიტრად, იმ დროისათვის ჩემი ხელფასი 120 მანეთი იყო ორივე ადგილას და საკმარისი იყო იმისათვის, რომ მშობლები ყველა წვრილმანზე არ შემეწუხებინა. ასე იყო კახაც… მერე სტუდენტობა…სტუდენტობის პარალელურად ასევე ვმუშაობდი, საუნივერსიტეტო ფერხულშიც კარგა გვარიანად ჩავები, 1- ლი კურსის სტუდენტს ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნობა მომანდეს, ერთ წელიწადში კი უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ მამწესებენ. დიდი წრთობა იყო, იმ დროისათვის, ჯერ პიონერული, ხოლო შემდეგ კი კომკავშირული ორგანიზაციები. ბევრი კარგის სწავლა იყო შესაძლებელი იქ..ახლანდელი ახალგაზრდები, რომ ქირქილით მოიხსენიებენ იმ დროს, ასეც არაა, უსაქმოდ ვერავინ გაჩერდებოდა და ყოველმხრივ ჩამოყალიბდებოდი ახალგაზრდა, თუ გულით მოინდომებდი ამას… ჩემი ცხოვრება, არასდროს არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი, გათამამებულად არ ვიზრდებოდით, შრომის მოყვარეობა , ეს იყო უმთავრესი საზრუნავი, რაც მამას აინტერესებდა და რისკენაც იყო მიმართული მისი მთელი აღმზრდელობითი პროცესი…თუ რამ კარგი მაქვს მისი დამსახურებაცაა…სწორად გვზრდიდა შვილებს…არასდროს არ გვქონია კანონთან კონფლიქტი, არასდროს გვქონია ინტერესი, რომ ნარკოტიკული საშულებების თაობაზე რაიმე გვცოდნოდა, არათუ მოგვეხმარა. ჩემი რჩევაა ახალგაზრდა ადვოკატებისადმი, რომ რაც შეიძლება მეტად იყვნენ ორიენტირებულები შრომაზე, მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგია წარმატება…წარმატების გარეშე კი ადვოკატის პროფესია არ არსებობს..თუკი წარუმატებლობა გექცა ყოველდღიურობად, ესეიგი შენ არ ხარ ამ საქმისათვის დაბადებული! ადვოკატობა ხელოვნებაა, ხელოვნებისადმი მიდრეკილება და ნიჭი კი ღვთიური ძალითაა…წაგებულმა საქმემ უნდა ჩაგაფიქროს და იმ წაგების სიმწარემ უნდა გამოგწვრთნას! აცრემლებული მეც გამოვსულვარ დარბაზიდან, მაგრამ კი არ გავბოროტებულვარ, იმ ცრემლით უფრო მეტი მოვინდომე და შემდეგი საქმე წარმატებულად დავასრულე! მთავარია საკუთარი თავის შეგრძნების უნარი გაგაჩნდეს და რწმენა, იმისა, რომ შენ შეძლებ გადალახო სირთულეები, შედეგიც არ დააყოვნებს! ) როგორ ვახერხებ ამას და როგორი ადვოკატი ვარ, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს…
მამათქვენის სახელი თუ დაგხმარებიათ ცხოვრებაში?
– მამა – ალექსანდრე შავაძე გახლდათ გამოჩენილი ქართველი ექიმი, საზოგადო მოღვაწე და ქართული რენტგენოლოგიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააფასა მამაჩემის ღვაწლი ჩვენი საზოგადოების წინაშე და დღეს როცა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ჩავივლი და დავინახავ მემორიალურ დაფას რომელიც მისი სახლის კედელს ამშვენებს წარწერით – „ამ სახლში ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი ექიმი და ქართული რენტგენოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ალექსანდრე შავაძე“, საოცარი სიამაყით ვივსები. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ და მისი ავტორიტეტი დღესაც ბევრ რამეში მეხმარება. 23 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა და ეს იყო საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან ძნელად გადავლახე. 2014 წელს დავკარგე კახაც, ჩინებული ადამიანი, ჩემი ძმა და კოლეგა, რომლის უდროოდ წასვლამ, სრული სიტყვის მნიშვნელობით–დამანგრია! მამის გარდაცვალებამაც არ დამაბნია ცხოვრებაში, რადგან, მის სიცოცხლეშივე მიჩვეული ვიყავი უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას.. დავაარსე საკუთარი იურიდიული კლინიკა და ექსპერტიზებისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოში პირველი და ერთადერთია. ფულზე აქცენტი არასდროს გვქონია და დღემდე ასე ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ის წარმატებული საქმეებია, რომელიც ჩვენი მუშაობის პერიოდში გვქონდა და დღემდე დიდი წარმატებით ვაგრძელებთ. მეამაყება, რომ ჩვენი კომპანიები დღემდე 200 -ზე მეტ გამამართლებელ განაჩენს ითვლის, ეს არ არის ცოტა ციფრი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანებს სიმართლის დაცვაში დავეხმაროთ. 16 წელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სახელგანთქმული უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის – ბათუმის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის იურიდიული აკადემიის რექტორი გახლდით. იურისტთა თაობები აღვზარდე, მათ შორის არიან მოსამართლეები, გამომძიებლები, პროკურორები თუ ადვოკატები. ჩემი აღზრდილია ცნობილი ქართველი იურისტი დავით ჯანდიერიც.მოსამართლეები–ივერ აბაშიძე, გვანცა ვარდანიძე, ბევრი სხვა კიდევ…უამრავი პროკურორი თუ გამომძიებელი, ადვოკატებიც.. 20-ზე მეტი იურიდიული სახელმძღვანელოსა თუ დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი ვარ, რომლებითაც თაობები ამჟამადაც იწრთობიან – ეს ჩემთვის საამაყოა. ახლა სისხლის საპროცესო სამართლის სახელმძღვანელოზე ვმუშაობ, მგონი ცუდი არ უნდა გამომივიდეს, მასში მთელი ჩემი პრაქტიკა და გამოცდილება ჩავდე. ხშირად მსმენია, რომ მართალ კაცს დაცვა არ უნდა, სინამდვილეში ძალიან ხშირად ადამიანებს უჭირთ საკუთარი სიმართლის დამტკიცება და სწორედ მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ხშირად პარალელურ რეჟიმში გვიწევს გამოძიების ჩატარება, სიმართლის დასამტკიცებლად დღე და ღამე ვმუშაობთ. ,,არ ვიცი, როგორ ვიცხოვრე, რას მივაღწიე და რას ვერ მივაღწიე, თუმცა ფაქტი ერთია…არასოდეს, უშრომლად არაფრისთვის არ მიმიღწევია–მთავარია, იარო ილიას გზით, ეს გზა კი სიმართლისა და სამართლის გზაა…ამ გზას არ უნდა ავცდეთ…ასე მინდა იცხოვრონ ჩემმა შვილებმაც.

მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close