ALL დაიჯესტი

„რა არის შილაკი და შეიძლება თუ არა მისი რეგულარული გამოყენება“,-რჩევები მანჩო სტაილისგან

„რა არის შილაკი რა დრო სჭირდება ფრჩხილების შილაკით დაფარვას ,რა განასხვავებს მას ჩვეულებრივი ლაქისგან, არის თუ არა საშიში და როგორი მდგრადობა აქვს  შილაკს ამ და სხვა თემებზე სალონ „ Mancho Style“- ის  ( მანჩო სტაილი ) მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტი ლიკა ლომიძე გვესაუბრება:

 

„შილაკი ლაქის შესანიშნავი ალტერნატივაა, ის მათთვისაა, ვისაც ფრჩხილების იდეალური საფარის დიდხანს შენარჩუნება სურს. ეს არის ფრჩხილის მოვლის ორი საშუალების – ჩვეულებრივი ლაქისა და მოდელირებული გელის ჰიბრიდი“, აღნიშნავს სალონ „ Mancho Style“- ის  ( მანჩო სტაილი )-ის მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტი ლიკა ლომიძე.

 

ანუ შილაკის გაკეთების შემთხვევაში მსურველს შეუძლია ზუსტად ისევე შეარჩიოს ფერთა მდიდარი პალიტრიდან სასურველი, როგორც ეს ჩვეულებრივი ლაქის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამ ტექნიკაში მოდელირებული გელის ჰიბრიდი უზრუნველყოფს გასაოცარ მდგრადობას, ვინაიდან,შილაკის საფარი ფრჩხილზე შეიძლება უცვლელად სამ კვირამდე შენარჩუნდეს.

 

შილაკს ჩვეულებრივი ლაქისგან ის განასხვავებს, რომ ყოველი ფენის შემდეგ ფრჩხილს ერთი წუთის განმავლობაში აშრობენ ულტრაიისფერი (ზოგიერთ შემთხვევაში LED) ნათურით. საფარი პოლიმერიზდება და მყარდება მხოლოდ სხივების ზემოქმედებით. ასეთი შრობის შედეგად შილაკი სრულად შრება პროცედურის დასრულებისას და საფარი აღარ ითხაპნება. ფრჩხილების შილაკით დაფარვას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება.

შილაკის მოცილება უმჯობესია  სპეციალისტმა გააკეთოს. აცეტონით მისი მოშორება მარტივი არაა, თუმცა, შესაძლებელია საკმაოდ დიდი ძალისხმევით და მეტი რაოდენობის ხსნარის გამოყენებით.

გავრცელებული მოსაზრებით, შილაკი ფრჩხილისთვის საშიში პროცედურაა, თუმცა ფრჩხილის სტრუქტურის სრულად და მუდმივად შეცვლა მას არ შეუძლია. შილაკისგან ორთვიანი შესვენების შემდეგ ფრჩხილი პირვანდელ სახეს იბრუნებს.

ნათურის მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დასაცავად ექიმები პროცედურის წინ არანაკლებ 15 შPF-ით მზისგან დამცავი ხელის კრემის გამოყენებას გვირჩევენ. მეორე ვარიანტია ისეთ სალონში მისვლა, სადაც საფარს არა ულტრაიისფერი, არამედ LED- ნათურით ამაგრებენ, რაც გაცილებით უსაფრთხოა.„ Mancho Style“- ის  ( მანჩო სტაილი )სწორედ  LED- ნათურას იყენებს.

 

ასევე სალონში შესაძლებელია პედიკურიმანიკურის გაკეთებაშილაკიფრჩხილების დაგრძელება ფასები მანიკურ -პედიკურზე იწყება 25 –ლარიდან და მერყეობს 50 ლარამდე, ხოლო მუდმივ კლიენტებზე კი მოქმედებს ფასდაკლებები, ბონუსები და ვაუჩერები. თავად სალონის დამფუძნებელი მანჩო მელქაძე კი გვირჩევს, რომ ნუნების გაკეთება სწორი მეთოდით და ბორმანქანით,საუკეთესო შედეგს გვაძლევს ფრჩხილებზე.

სალონ „ Mancho Style“– ის    ( მანჩო სტაილი )ასევე აქტიურად ამზადებს სტაჟიორებს სფეროში და გიწვევთ შემდეგი სახის სტაჟირებაზე: სტილისტის პოზიცია 4-თვე ღირებულება ( 2000) , ასევე მანიკურის სპეციალისტი ხანგრძლივობა 2-თვე 1000 ლარი. გაიცემა სერტიფიკატები და ასევე სტაჟირების განმავლობაში არის დასაქმების პერსპექტივაც.

 

სალონში სტილისტი ასევე გთავაზობთ თმის პრობლემების, ფრჩხილების , ნუნების და სხვა  უფასო დადგენა -კონსულტაციას , ხოლო სხვადასხვა დღესასწაულებზე კი  „ Mancho Style“-ი   ( მანჩო სტაილი )გთავაზობთ ყველა სახის მომსახურებაზე 50% პროცენტიან ფასდაკლებას, შემდეგ მისამართზე თბილისი, საბურთალოს რ-ნი შარტავას ქუჩა 42 -ში , ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სალონს : ტელ: 595-54-21-41 .

მოამზადა რუსა გვაზავა

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close