POSTS დაიჯესტი

Unicef: თბილისში სექტისმაგვარი დაჯგუფება არსებობს სახელწოდებით „მორგის ბავშვები“

გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდმა ანგარიში მოამზადა სახელწოდებით „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში“.

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით”, – წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, თბილისში არსებობს სექტისმაგვარი დაჯგუფება, ცნობილი, როგორც „მორგის ბავშვები“, რომელიც მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს.

კვლევაში წერია, რომ ბავშვებს ამ ჯგუფში აწევრიანებენ როგორც მოზარდი ადამიანები, ასევე ახალგაზრდები, მიღებისას კი გარკვეული ტიპის რიტუალები სრულდება.

„დაჯგუფების ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან…”

“თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის (ან სექტის წევრებისთვის). სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ. ეს არაერთხელ აღნიშნეს კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ფსიქოლოგებმა. ბავშვებისა და სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული იყო სხვა სახის, ძალადობით და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული, ფსიქოლოგიური ტრავმებიც“, – წერია კვლევაში.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close