News დაიჯესტი

ქართველ ჟურნალისტს ნინო შალამბერიძეს ცნობილ რუს მსახიობთან აქვს რომანი !

ქართველ   ჟურნალისტს და ივენთ-კრეატორს  ცნობილ რუს მსახიობთან აქვს რომანი

 

ქართველი ცნობილი ჟურნალისტი ნინო შალამბერიძე   რამდენიმე წელია ქველმოქმედებითაა დაკავებული . მას   ასევე  ჩამოყავს ცნობილი უცხოელი მსახიობები -მომღერლები  საქართველოში და  ატარებს ივენთებს. ამ ბოლო დროს ჩვენი  ყურადღება მისმა  პირადმა ცხოვრებამ მიიპყრო.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი  ნინო შალამბერიძისა და ერთ-ერთი  რუსი მსახიობის რომანი ზაფხულში დაიწყო.

თუმცა მანამდე ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და კარგი ურთიერთობაც ქონდათ, განსაკუთრებით ალმა-ატაში მოხდა მათი ურთიერთობის გაღრმავება, თუმცა მედიისთვის  ახლახანს გახდა ცნობილი,  „ჯეო  დაიჯესტმა“   კომენტარიც ჩამოართვა ნინო შალამბერიძეს.

მან განაცხადა, რომ საზოგადოებისათვის  მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი იანვარში გახდება , თუმცა კულუარებში ამ ურთიერთობაზე ბევრს საუბრობენ, რაც შეეხება რუს მსახიობს მის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, მაგრამ ის ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობია.

,, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ის, ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ იმდენად თბილი და კარგი ადამიანია, რომ ამან დააჩქარა ჩვენი ურთიერთობა. მიუხედავად მისი პროფესიისა და დატვირთული რეჟიმისა,  ის ყოველთვის ახერხებს ჩემს გვერდით ყოფნას. ხან მეც მიწევს წასვლა მაგრამ უმეტესად ის ჩამოდის  საქართველოში. მას საქართველო ძალიან უყვარს, ჯერ თავს ვიკავებთ ამ თემაზე ღიად საუბარს,  ჩვენს ნიშნობასთან დაკავშირებით იანვარში გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის. ეს ყველასთვის დიდი სიუპრიზი იქნება“,-ნინო შალამბერიძე.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close